რელიგია უწმინდესის და უნეტარესის ქადაგება 2012, 16 დეკემბერი, 15:01 უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავის საკვირაო ქადაგებაში თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ჯარში ინტელექტუალიზმის დამკვიდრების თხოვნით მიმართა. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი პირველი მეგობარი და პირველი თქვენი თანამგზავრი უნდა იყოს არა რადიო, ტელევიზია და ინტერნეტი. უნდა იყოს წიგნი. წიგნები უნდა იკითხოთ და ეს წიგნები გაგამდიდრებთ თქვენ. ეს წიგნები მოგცემთ თქვენ უნარს, რომ განსაჯოთ სად არის კეთილი და სად არის ბოროტი. ამიტომ მე უნდა ვთხოვო ხელმძღვანელებს, უირველეს ყოვლისა მინისტრს, რომელიც თვითონ ინტელექტუალურად და მეცნიერულად განვითარებული ბრძანდება და ეს უნდა დანერგოს ჩვენს ჯარში. ჯარი უნდა იყოს არა მხოლოდ მცოდნე ომისა და ბრძოლის, არამედ უნდა იყოს მოაზროვნე და ინტელექტუალი. ხვალ კი ბარბარობას 15 საათზე გაიმართება ჩვილთა საყოველთაო ნათლობა. უწმინდესის და უნეტარესი კიდევ 920 ჩვილს მონათლავს. ილია მეორეს უკვე მონათლული ჰყავს 13 021 ბავშვი და მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ეს გახლავთ კათალიკოსის ინიციატივა, რომლის მიზანია ქვეყანაში მოიმატოს შობადობამ. 29 9-ს მოსწონს
|