სხვა 27 წლის ვიქტორია სოტოს გმირობამ ამერიკელი პირველკლასელები სიკვდილისგან იხსნა! 2012, 16 დეკემბერი, 4:04 მსოფლიო შეძრულია ამერიკის სკოლაში მომხდარი ტრაგედიით, მაგრამ რომ არა სენდი ჰუკის დაწყებოთი სკოლის მასწავლებელი, ვიქტორია სოტო, მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა.
27 წლის პედაგოგმა სროლის გაგონებისას თავისი პირველკლასელები კარადებში დამალა. როცა ადამ ლენზა მის საკლასო ოთახთან მივიდა, ვიქტორიამ უთხრა, რომ ბავშვები სპორტულ დარბაზში იყვნენ. ლენზამ გოგონა იქვე მოკლა და წავიდა. ბავშვები კი უვნებლად გადაურჩნენ შემაძრწუნებელ ტრაგედიას.
შეგახსენებთ რომ, სროლის შედეგად, რომლიც ერთ-ერთი მასწავლებლის შვილმა დაიწყო, 26 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 20 მცირეწლოვანი ბავშვია, რომელთა უმრავლესობის ასაკი 5 წელზე მეტი არ იყო. მსხვერპლთა შორის მკვლელის დედაც იყო, რომელიც ადამ ლენზამ ჯერ კიდევ სახლში მოკლა. წინასწარი ბალისტიკური ექსპერტიზის მონაცემებით, მკვლელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა რამ განაპირობა 20 წლის ადამის ასეთი საქციელი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ იარაღი რომლითაც მან დანაშაული ჩაიდინა, დედამისს ეკუთვნოდა. აშშ-ში 4-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. მაკა დეკანოსიძე 8842 38-ს მოსწონს 2-ს არა
|