სხვა ყველაზე სასურველი სასიძო 2012, 14 აპრილი, 11:27
როსტო ამჟამად 27 წლისაა და გარდა ნანუკას შოუსი, კიდევ მუშაობს “ჯეოპრომაინინგ ჯგუფში’’, შიდა აუდიტის უფროს სპეციალისტად, ანუ ეს არ არის მხოლოდ დიჯეი როსტო როგორც ყველას ჰგონია, ნანუკას შოუში თავს როგორც თანაწამყვანად, ოჯახის წევრად თვლის. იმასაც გეტყვით რომ როსტოს უკრაინაში ბავშვიც ჰყავს ოლიმპიურ ჩემპიონ იანასთან. - რასაც სიყვარული ჰქვია ის გრძნობა არ მქონია იანასთან, უბრალოდ ერთად ყოფნა მოგვწონდა. წლების წინ მყვარებია ორჯერ, სამჯერ, მაგრამ დიდი გრძნობა მხოლოდ ერთ ადამიანთან მქონდა. ძალიან კარგი იყო ის, რაც იყო. ჯანმრთელობისთვისაც კარგია შეყვარებულობა, მაგრამ სიყვარული არ უნდა აგერიოს ეიფორიაში, შეჩვევაში, მეგობრობაში.- მიყვარს სიმშვიდე, სიწყნარე, ცოტა ჩაკეტილიც ვარ. დეპრესიულობას არ ვგულისხმობ, განმარტოება მომწონს, სულ სახლში მიმიწევს გული, იქ ვგრძნობ თავს კარგად. არიან ტიპები, პოპულარობისთვის ყველაფერს რომ იზამენ, მე ეს საერთოდ არ მაინტერესებს. და კიდევ ჯერ ჯერობით თავისუფალი კაცი ვარ... 1334 3-ს მოსწონს |
დოდო