x
image
შაკსონ
„შენ ის ხარ, რასაც მიირთმევ“
image









ალბათ ხშირად თუ არა ერთხელ მაინც გსმენიათ გამოთქმა – „შენ ის ხარ, რასაც მიირთმევ“. შესაძლოა ამ გამონათქვამის უკან მართლაც არის გაცილებით უფრო საღი აზრი, ვიდრე ჩვენ გვგონია. ჩვენ აღმოვაჩინეთ პროდუქტთა ნაირსახეობა, რომლებიც ორგანიზმის სწორედ იმ ორგანოსთვისაა სასარგებლო, რომელთაც ისინი ვიზუალურად წააგავენ.



image
1. კაკალი – ტვინი.
კაკლის ვიზუალური მხარე – მისი რელიეფური ზედაპირით, ნაოჭებით თუ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროთი – არანაკლებ ჰგავს ტვინს. ჰოდა, ალბათ გასაკვირიც არაა, რომ იგი სწორედ ტვინის საკვებად მიიჩნევა. ეს საოცარი პროდუქტი ომეგა–3–ის დიდ კონცენტრაციას შეიცავს, რომელიც ცხიმური მჟავებითაა უხვად გაჯერებული, რაც ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

image
2. სტაფილო – თვალი.
დაჭერით სტაფილო სიბრტყეზე ფირფიტებისებრად და თავადვე დარწმუნდებით, თუ რაოდენ დიდია მსაგავსება თვალსა და მას შორის. ჰოდა, სტაფილო შეუდარებლად სასარგებლოა მხედველობის ორგანოსათვის. მასში უამრავი ვიტამინი და ანტიოქსიდანტია და მათ შორის ბეტა–კაროტინიც, რომელიც ძალზედ ამცირებს მხედველობის დაკარგვის რისკს თვით მხცოვან ასაკშიც კი.


image
3. ნიახური – ძვლები.
ნიახურის გრძელი და თხელი ღეროები ძალზედ წააგვანან ძვლებს. სწორედ ძვლოვანი სისტემისთვისაა კაჟბადით უხვად გაჯერებული ნიახური სასარგებლო, რაც ძვლების მინერალიზაციის ნორმალიზებას უწყობს ხელს.

image
4. ავოკადო – საშვილოსნო.
ავოკადო ფორმით ძალზედ წააგავს საშვილოსნოს და ძალზედ სასარგებლოცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ავოკადო უხვად შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რაც საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის რისკს საკმაოდ ამცირებს.

image
5. მოლუსკები – მამაკაცთა სასქესო ჯირკვალი.
მთელი რიგი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მოლუსკები მამაკაცის ჯანმრთელობისთვის მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. პროდუქტი ფოლიუმის მჟავასა და ცინკს შეიცავს, რომელთაც ხელეწიფებათ სპერმის ხარისხის საგრძნობლად გაუმჯობესება.

image
6. გრეიფრუტი – მკერდი.
ქალის მკერდსა და გრეიფრუტს შორის გარდა გარკვეული ვიზუალური მსგავსებისა, პირდაპირი დამოკიდებულებაცაა. გრეიფრუტში შემავალი ლიმონოიდები ხელს უშლიან ძუძუს კიბოს უჯრედების განვითარებას.

image
7. პომიდორი – გული.
თუ პომიდორს შუაზე გავჭრით, მრავალრიცხოვან საკნებსა და პარკუჭებს შევნიშნავთ, რაც გულის სტრუქტურას მოგვაგონებს. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ პომიდორში არსებული ლიკოპინი გულის დაავადებათა რისკ–ფაქტორებს ამცირებს. გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ პროდუქტს ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს, ან ავოკადოს დაუმატებთ, მაშინ ლიკოპინის ორგანიზმში შეწოვის ხარისხი ათჯერ აიწევს.

image
8. წითელი ღვინო.
წითელი ღვინო, რომელიც მართლაც სისხლთან ასოცირდება, მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და პოლიფენოლებით. ცოტაოდენი წითელი ღვინის მიღება, სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებლის რეგულირებას უწყობს ხელს, რაც გულ–სისხლძარღვთა დაავადებათა თავიდან არიდების ძირითადი პირობაა. გარდა ამისა, ღვინო სისხლზე გათხელების ფუნქციითაც გამოირჩევა, ამდენად – იგი ხელს უშლის სისხლის კოლტების წარმოქმნას.


5
310
13-ს მოსწონს
ავტორი:შაკსონ
შაკსონ
310
  
2012, 18 დეკემბერი, 1:31
ძალიან საინტერესოა და სამწუხაროა რომ ასეთ სტატიებს მკითხველი არ ყავს :(((
2012, 16 დეკემბერი, 9:56
წაიკითხეთ ასეთი სტატიები მხოლოდ ნანკა კალატოზიშვილს რომ კითხულობთ !
2012, 16 დეკემბერი, 9:55
კარგად გიშრომია. მომეწონა. :)
2012, 15 დეკემბერი, 21:27
მადლობთ.. :)
2012, 15 დეკემბერი, 20:44
ძალიან საინტერესო ნამუშევარია... ყოჩაღ თუ თავად დაწერეთ და თუ თარგმნეთ____მადლობა რომ ასეთი ხარისხიანი სტატია მოგეწონათ__კარგი გემოვნება გქონიათ...
0 1 5