ფეხბურთი ტალანტი იკარგება! 2012, 15 დეკემბერი, 16:22 ჯანო ანანიძე:დაიბადა 1992 წლის 10 ოქტომბერს, ქობულეთში.
სიმაღლე:170 სმ
პროფესია:ფეხბურთელი
პოზიცია:შემტევი ნახევარმცველი
ჯანომ პროფესიული კარიერა დაიწყო "ნორჩ დინამოელში", ამის შემდეგ მოდის მისი პროფესიული კარიერა, ის ყოველწლიურად უმატებს თამაშის ხარისხს და კლასს.თუმცა რატომ დავწერე ეს სტატია.მას აქვს ტალანტი, ძალიან დიდი ტალანტი, თუმცა "მოსკოვის სპარტაკში" ის იკარგება და ძირითად დროს მაინც სათადარიგოთა სკამზე(ზამენაზე)ატარებს.ეს მისი მომავლისათვის ძალიან ცუდია, ალბათ ნებისმიერი ქართველი დამეთანხმებით, რომ ჯანო ძალიან პერსპექტიული, ნიჭიერი და კლასით მაღალი მოთამაშეა.ადრე ჯანოს ჰქონდა შემოთავაზება დიდი გრანდებისაგან, თუმცა რუსეთი რისი რუსეთია ესეც, რომ არ ჩაეშალა:ზუსტად ამ დროს "მოსკოვის სპარტაკთან"ჯანოს ეწურებოდა კონტრაქტი, მაგრამ მოულოდნელად რუსებმა გაუგრძელეს კონტრაქტი და ჯანოც დარჩა რუსეთში.დიდი იმედი მაქ, რომ ჯანო წავა რუსეთიდან და რომელიმე დიდ გრანდში ითამაშებს, ეს მისი მომავლისთვის ძალიან კარგი იქნება.ახლა მინდათ წარმოგიდგინოთ ერთი სურათი ეს სურათი სპარტაკი-ბარსელონას თამაშის შემდეგაა გადაღებული, მაიკაზე ჯანოს მამაა, რომელიც თამაშამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა.ამით მან მამამისს პატივი მიაგო.მე ვიზიარებ მის წუხილს და თანავუგრძნობ. p.s მან მაიკა დანი ალვეშს გაუცვალა, და მეგობრობის ნიშნად გადაეხვია. 82 15-ს მოსწონს
|