ნამცხვრები ტორტი სნიკერსი ( ძალიან გემრიელი ტორტია) 2012, 14 დეკემბერი, 22:17 მასალა 2კვერცხი 2ჭ.შაქარი 2 პაჭკა მარგარინი(გამდნარი) 3ს.კ. თაფლი 2ჩ.კ. სოდა ძმრით 2ჩ.ჭ.ნიგოზი გატარებული 5ჭ.ფქვილი 2ჭ.მიწის თხილი მოხალული 1 ჭ.ქიშმიში მასალა კრემისთვის 1 პაჩკა კაკაო 1, 5 ჭ.შაქარი 1 სგუშონი მოხარშული 2 ვანილი 3 კოვზი ფქვილი 100გრ.რძე მომზადება შაქარი და 2 კვერცხი გავთქვიფოთ გამდნარი მარგარინი დაუმატოთ, ნახევარი პაჩკაც ყოფნის, დაუმატოთ 3ს.კ. თაფლი, სოდა ძმრით, გატარებული ნიგოზი1 ჭიქა, ფქვილი 5 ჭიქა. მიღებული მასა გავყოთ 2 ნაცილად, გამთბარ ჟარუნაზე დავაფინოთ კალკა, ხელით გავაბრტყელოთ ცომი და გამოვაცხოთ. კრემი : 100გრ. რძე 3 ს.კ. ფქვილი 1 ჭ.შაქარი 1ც.ვანილი მოვადუღოთ ფაფა, როცა გაცივდება შეურიოთ ნახევარი პაჭკა მარგარინი მოხარშული სგუშონის კრემი: 1 სგუშონი 1 მარგარინი 1 ვანილი გავთქვიფოთ ჯერ მარგარინი კარგად და შემდეგ დავუმატოთ ნელ -ნელა სგუშონიო შემდეგ ვანილი. მინანქარი: 1 პაჭკა კაკაო (ან 3 ს. კოვზი კაკაო) 3 ს.კ. შაქარი 3 ს.კ.რძე 100 გრ.მარგარინი მოვადუღოთ და მოვასხათ ზემოდან კოვზით სანამ გაცივდება. უკვე გამომცხვარ ერთ ფირფიტას წაუსმევთ რძის კრემს, მოვაყაროთ ნახევარი მოხალული მიწის თხილი და ქიშმიში, ზემოდან წაუსვათ სგუშონის კრემი . მეორე ფირფიტას ქვედა მხარეს უსმევთ რძის კრემს და დავაფარეფთ პირველ ფირფიტას . ზემოდან და გარშემო წაუსმევთ სგუშონის კრემს და მოვაყრით დარჩენილ მიწის თხილს და ქიშმიშს, ზემოდან მოვასხავთ მინანქარს. 3068 5-ს მოსწონს
|