რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის ისტორია 1928 წლიდან იწყება. ზეიმი შაბათ დღეს ტარდება და ის აღდგომამდე 7 კვირით ადრე ეწყობა. ტრადიციის თანახმად, რიოში, საღამოს 7 საათზე, ქალაქის მერი კარნავალის მეფეს მმართველობას 4 დღით გადასცემს. ამ დღეებში კარნავალი ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში ტარდება. რიოს გარდა, თავის მასშტაბითა და გრანდიოზულობით ცნობილია სან-პაულუს, სალვადორის, რესიფისა და ფორტალეზას კარნავალები.
კარნავალი- ეს სამბის საუკეთესო სკოლების შეჯიბრია, რომელშიც მონაწილეობას თითოეულიდან 2000-დან 5000-მდე ადამიანი ღებულობს.ისინი მაყურებლებს ბრაზილიაზე დადგმულ სიუჟეტს უჩვენებენ, რომლის ხანგრძლივობაც 1, 5 სთ-მდეა. ჟიური კონკურსანტებს სხვადასხვა პარამეტრებით აფასებს. მათ შორის: გამოსვლის ჰარმონიულობით, საკარნავალო პლატფორმით, თემის აქტუალობით და სხვა. რიოს კარნავალზე დასასწრები vip ბილეთის ღირებულება საშუალოდ 1500$ შეადგენს. საფასურში შედის კვება, დაცვა, საკარნავალო ფორმა და ა.შ.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია რიოს კარნავალის გამარჯვებულის, სამბის სკოლის ცეკვა: