x
image
მარიონი
ვინ არის Makkine ?!

imageეს პოტსი მთლიანად ქალებისთვისაა. შარმი, ელეგანტურობა, სისადავე, ჰაეროვნება, მიმზიდველობა-ყველაფერი ის, რაც ქალს ქალურად აქცევს.
imageახალგაზრდა დიზაინერი, მაკა ხუციშვილი - Makkine, 1979 წლის 21 მაისს დაიბადა. მაკა მხატვართა ოჯახში გაიზარდა და შესაბამისად, არ ახსოვს როდიდან დაინტერესდა ხატვით. ამბობს, რომ პატარაობისას თოჯინებისთვის კერავდა და ეს თავისი საყვარელი გართობა იყო. თუმცა, მოგვიანებით ბავშვობის გართობა პროფესიად ექცა. Makkine-ს შესახებ უკვე დაიწერა "ბომონდში", ინტერნეტ გამოცემებშიც, სოციალური ქსელის მომხმარებლები კი მას "Facebook-იდანაც" იცნობენ.
ცოტა ხნის წინ დიზაინერეის ახალი კოლექციის ჩვენება კლუბ "სენატში", იტალიურ საღამოზე მოეწყო. დახვეწილი და ძალიან ქალური - ასე შეგვიძლია შევაფასოთ მისი კაბები. შემოდგომა-ზამთრის კოლექციის გადასაღებად ყველასთვის ცნობილი, ულამაზესი გარდენიას ბაღი შეირჩა. დანარჩენი კი უბრალოდ ნახეთ და დატკბით.

Video by Nukri Photography:


ფოტოები -Nukri Photography, Makkine.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimage
დანარჩენი კაბები შეგიძლიათ იხილოთ დიზაინერის "Facebook-ის" ოფიციალურ გვერდზე: Dresses Online By Makkine.














0
320
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიონი
მარიონი
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0