ეს პოტსი მთლიანად ქალებისთვისაა. შარმი, ელეგანტურობა, სისადავე, ჰაეროვნება, მიმზიდველობა-ყველაფერი ის, რაც ქალს ქალურად აქცევს. ახალგაზრდა დიზაინერი, მაკა ხუციშვილი - Makkine, 1979 წლის 21 მაისს დაიბადა. მაკა მხატვართა ოჯახში გაიზარდა და შესაბამისად, არ ახსოვს როდიდან დაინტერესდა ხატვით. ამბობს, რომ პატარაობისას თოჯინებისთვის კერავდა და ეს თავისი საყვარელი გართობა იყო. თუმცა, მოგვიანებით ბავშვობის გართობა პროფესიად ექცა. Makkine-ს შესახებ უკვე დაიწერა "ბომონდში", ინტერნეტ გამოცემებშიც, სოციალური ქსელის მომხმარებლები კი მას "Facebook-იდანაც" იცნობენ. ცოტა ხნის წინ დიზაინერეის ახალი კოლექციის ჩვენება კლუბ "სენატში", იტალიურ საღამოზე მოეწყო. დახვეწილი და ძალიან ქალური - ასე შეგვიძლია შევაფასოთ მისი კაბები. შემოდგომა-ზამთრის კოლექციის გადასაღებად ყველასთვის ცნობილი, ულამაზესი გარდენიას ბაღი შეირჩა. დანარჩენი კი უბრალოდ ნახეთ და დატკბით.
Video by Nukri Photography:
ფოტოები -Nukri Photography, Makkine.
დანარჩენი კაბები შეგიძლიათ იხილოთ დიზაინერის "Facebook-ის" ოფიციალურ გვერდზე: Dresses Online By Makkine.