x
image
შაკსონ
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტები გაიფიცნენ

image

სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ცნო­ბით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალის­ტები გაიფიცნენ. პროტესტის მიზეზი, სავარა­უდოდ, ხელფასების შემცირებაა. აღსანიშნა­ვია, რომ დღეს დაგეგმილ ღონისძიებებზე ტე­ლეკომპანიის კორესპონდენტები არ მისუ­ლან.


ჩვენ მხოლოდ ვერსიების დონეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რას უკავშირდება ფინანსური პრობლემები "რუსთავი 2"-ში.

არჩევნებამდე არასამთავრობოები და მედიაექსპერტები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ "რუსთავი 2"-ის დაფინანსების ერთ-ერთი წყარო იყო საბიუჯეტო სახსრები და ყოფილ ხელისუფლებას შესაბამისი სქემები ჰქონდა შემუშავებული.

არჩევნების შემდეგ ტელეკომპანიას აღნიშნული დაფინანსების წყარო მოესპო. ალბათ, გაუქმდა მანამდე პრესაში არაერთხელ აღწერილი სქემაც, რომლის მიხედვით, "რუსთავი 2"-ის "კურატორი" მაღალჩინოსნები ბევრ ბიზნესკომპანიას ტელეკომპანიაში რეკლამის მიტანას "ურჩევდნენ".

ასევე, ახალმა ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ "რუსთავი 2"-ს წინა ხელისუფლების დროს ათეულობით მილიონი დოლარის გადასახადი ეპატია და მეტიც, ტელეკომპანია, ფაქტობრივად, არ იხდიდა გადასახადს. ამჯერად მას უკვე მოუწევს გადასახადის გადახდა, რომლის ბოლო ვადა რამდენიმე დღეში იწურება.

მოკლედ, საბიუჯეტო დაფინანსების, გარანტირებული სარეკლამო შემოსავლების გარეშე დარჩენილ (თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რეკლამა ტელეკომპანიას არც ახლა აკლია) და გადასახადის გადახდის აუცილებლობის წინაშე მყოფ "რუსთავი 2"-ში ფინანსური პრობლემები რომ შექმნილიყო, გასაკვირი არ არის.

ტელეკომპანიის ერთ-ერთ მთავარ მეწილეს, გიორგი ყარამანაშვილს კი არსებული ინფორმაციით, ნამდვილად არ აქვს იმის საშუალება, რომ "რუსთავი 2" ათეულობით მილიონ ლარიან დოტაციაზე დასვას. სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეკომპანიის ერთ-ერთმა სახემ დავით კიკალიშვილმა განაცხადა, რომ ყარამანაშვილმა თანამშრომლებთან შეხვედრისას თქვა - "რუსთავი 2" ბიზნესპროექტი უნდა იყოსო. მისივე თქმით, ტელეკომპანიის მომავალი წლის ბიუჯეტი ახლა მუშავდება.

არ არის გამორიცხული, რომ ზემოხსენებული შემოსავლების გარეშე დარჩენილი ტელეკომპანიის მომავალი წლის ბიუჯეტი "ქამრების შემოჭერას" ითვალისწინებს, მათ შორის ხელფასის კუთხით. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჟურნალისტებს 35%-ით შეუმცირეს ხელფასი და ამან პროტესტი გამოიწვია.

1
92
9-ს მოსწონს
ავტორი:შაკსონ
შაკსონ
92
  
2012, 13 დეკემბერი, 16:41
ვაუ, რას არ გაიგეგებ კაცი :)) მოშვებული ქამრით სიარულს იყვნენ მიჩვეულები და მოჭერა ვერ აიტანეს :)
0 1 1