სხვა მარტივი რჩევები, როგორ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე! 2012, 13 დეკემბერი, 4:59 ხანგრძლივი და ჯანსაღი სიცოცხლის საიდუმლო არც რაიმე ელექსირშია და არც მისტიკურ საშუალებაში. ეს სავსებით რეალური და მარტივი გზაა, რომელიც შემდეგს გულისხმობს:
პირველ ყოვლისა განსაზღვრეთ დღე-ღამის განმავლობაში მისაღები სითხის რაოდენობა 1, 5-2, 0 ლიტრით (წვნიანი კერძების ჩათვლით). შეზღუდეთ მარილისა და შაქრის რაოდენობა თქვენს რაციონში, ამ პროდუქტს "თეთრ შხამს" უწოდებენ. შეამცირეთ ყავისა და ქიმიურად დამზადებული გაზიანი სასმელების მიღება. უკეთესია ნატურალური ხილის წვენი და სამკურნალო ნაყენები. კვების რაციონში უნდა ჭარბობდეს მცენარეული და რძის პროდუქტები. დაივიწყეთ: დამარილებული, დამწნილებული, კონსერვირებული საკვები. ხანდახან შეიძლება მიიღოთ 1-2 ბოკალი მშრალი ღვინო, არაყი - არასოდეს. იგი ახდენს არასასურველ ზეგავლენას თვალისა და მხედველობის ნერვის სისხლძარღვოვან სისტემაზე. უარი თქვით სიგარეტზე! თამბაქოში შემავალი ნივთიერებები იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს. ტელევიზორს უყურეთ მხოლოდ კარგი განათების პირობებში და არაუმეტეს 2 საათისა დღეში. ყოველ 30-40 წუთში თვალს მიეცით დასვენების საშუალება. ძილის წინ არ უყუროთ მძაფრსიუჟეტიან ფილმებს, რათა მოახერხოთ მშვიდად გამოძინება. არასოდეს ატაროთ მჭიდრო ტანსაცმელი, მით უმეტეს საყელო, შარფები, ჰალსტუხი, რომლებიც უჭერს ყელის სისხლძარღვებს და ამით აფერხებს ტვინის სისხლით მომარაგებას. გამოიყენეთ ყოველი შესაძლებლობა, რათა გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე. განსაკუთრებით სასარგებლოა ძილის წინ გასეირნება, შემდეგ კი თბილი აბაზანის მიღება ფიჭვის წიწვის ექსტრაქტით. 78 3-ს მოსწონს
|