x
image
ეთო-ეთო
როდის ვივარჯიშოთ, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?
imageამერიკელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს სპეციალური გამოკვლევა, რათა პასუხი გაეცათ კითხვაზე: "როდისაა უკეთესი ვარჯიში - ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?" როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი დამოკიდებული ყოფილა სხეულის მასაზე.


გამხდარი ადამიანებისთვის სასარგებლოა ჭამის შემდეგ ვარჯიში, რადგან მიღებული კალორიები სწრაფად იწვება, ცხიმი არ გროვდება და ვარჯიშის ეფექტურობაც იზრდება.


იმისათვის, რომ ჭარბწონიანი ადამიანებისთვის ვარჯიში ეფექტური გახდეს, მათ უნდა ივარჯიშონ ჭამამდე, მშიერ კუჭზე. ამას ორი ახსნა აქვს:


პირველი - მსუქნებში ჭამის შემდეგ მეტაბოლიზმის პროცესი ნელდება, კალორიების დაწვა და ზედმეტი წონისაგან განთავისუფლება უფრო რთული ხდება.



მეორე მხრივ, ფიზიკური დატვირთვა აქვეითებს მადას და ამიტომაც ვარჯიშის შემდეგ მსუქნები უფრო ნაკლებს ჭამენ, ვიდრე ჩვეულებრივ.


გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და სწრაფად მიაღწევთ დასახულ მიზანს!

6
984
9-ს მოსწონს
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
984
  
2012, 13 დეკემბერი, 0:59
"აბეზარა.ქომ" სტარტზეა, მაგათ როგორ ვუღალატებ?! )))
2012, 13 დეკემბერი, 0:55
გაიხარე , კაია სულ სასარგებლო სტატიებს თუ დადებ ხალხისთვის )
2012, 13 დეკემბერი, 0:51
კიი... კაი რჩევებს ვიძლევი ძაან... როგორ გავთხოვდეთ წარმატებულად და ვიცხოვროთ დიდხანს და ჯანმრთელად. დიდი იმედი მაქვს გოგოები დამიფასებენ და ქორწილს არ გამომაპარებენ :)
2012, 13 დეკემბერი, 0:46
გააჩნია რომელ კატეგორიას აკუთვნებ საკუთარ თავს ;)
2012, 13 დეკემბერი, 0:43
სასარგებლო ადამიანი ხარ ამ საიტისთვის ))
2012, 13 დეკემბერი, 0:42
:D მე როდის უნდა ვივარჯიშო?:D
0 1 6