იარაღი და ტექნიკა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი თვითმფრინავი (58.83 კმ/წუთი) 2012, 12 დეკემბერი, 23:31 ამ თვითმფრინავის სახელწოდებაა Lockheed SR 71 Blackbird.
აღჭურვილია საჰაერო-რეაქტიული ძრავებით.
მაქსიმალური სისწრაფე დარეგისტრირდა 1976 წელს და შეადგინა (3, 529.6 კმ/სთ), რაც 58.83 კმ/წუთია!!!
მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტაც კი ვერ ეწეოდა Lockheed SR 71 Blackbird-ს.
მოდით გავიცნოთ ეს ტექნიკის საოცრება უფრო კარგად. ლოკჰიდ SR 71 აშშ-ს სამხედრო ძალების შეიარაღებაში 1964 წლიდან 1998 წლამდე შედიოდა. 32 შექმნილი თვითმფრინავიდან 12 განადგურდა ავარიების გამო (რაც არ იყო მტრის მოქმედებებიდან გამომდინარე). 1976 წლიდან მას ეკუთვნის რეკორდი, როგორც ყველაზე სწრაფ თვითმფრინავს. თვითმფრინავები შეღებეს მუქ-ლურჯ თითქმის შავ ფერად იმისათვის, რომ მოეხდინათ შიდა მაღალი ტემპერატურის ემისია და ასევე ეს ფერი გამოდგებოდა, როგორც კამუფლაჟი ღამის ცაზე. თვითმფრინავების მშენებლობაში ტიტანი შეზღუდული რაოდენობებით გამოიყენებოდა, აქ კი ტიტანისაგან თვითმფრინავის 85% იყო აგებული. 24000 მეტრ სიმაღლეზე სტანდარტული ნიღბები პილოტების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა, ამიტომ გამოიგონეს სპეციალური ჩაფხუტები, რომლებიც დღეს შატლებში გამოიყენება. ძრავი Pratt & Whitney J58-P4 თავისი დროისათვის უნიკალური ჰიბრიდი იყო. ის გამოყოფდა სასტარტო ბიძგს 145 კილონიუტონი. პირველი გაფრენა 1964 წლის 22 დეკემბერს მოხდა. პირველი SR 71 ექსპლუატაციაში 1966 წელს შევიდა. 1976 წლის 28 ივლისს დაამყარა რეკორდი მიაღწია რა 25929 მეტრ სიმაღლეს. იმავე წელს დაამყარა სისწრაფის რეკორდი 3, 529.6 კმ/სთ. 1974 წლის 1 სექტემბერს ნიუ-იორკიდან ლონდონში (5, 646 კმ) 1 საათში, 54 წუთსა და 56.4 წამში ჩაფრინდა. 1091 8-ს მოსწონს
|