x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138962
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
მოჯადოებული წრე
სისხამ დილას გამეღვიძა, რატომღაც მძიმედ ვგრძნობდი თავს თითქოს მთელი პლანეტის სიმძიმე მაწევდა ზურგზე?! საათს დავხედე და ექვსის ნახევარს აჩვენებდა ისრები.. გამაჟრიალა...

ინსტინქტურად იქვე ტუმბოზე დადებულ სიგარეტის კოლოფს დავწვდი და ერთი ღერი ამოვიღე, პირისკენ გავაქანე და აღმოვაჩინე, რომ ასანთი არ იყო, ჩემთვის შევიგინე.. ძალდატანებით ავდექი და სამზარეულოსკენ წავლასლასდი, იქვე ფანჯარასთან სკამზე დავეშვი ზანტად, სიგარეტს მოვუკიდე, გავაბოლე და ფიქრებს მივეცი თავი..

ათასი აზრი მიტრიალებდა თავში, მოგონებები, აწმყო, მომავალი გეგმები.. ფანჯარას გავხედე და შემდგომ ქუჩისკენ გადავიხედე, ის ისეთივე ცარიელი და ნაცრისფერი იყო როგორიც მე ვიყავი ახლა, ასე გაუნძრევლად დიდხანს ვიჯექი, ქუჩაში ქურთი მხვეტავის გარდა კანტიკუნტად სამსახურში მიმავალი ხალხიც გამოჩნდა, სიგარეტიც ისე ჩაინავლა ვერც მივმხდარიყავი და ხელში მისი ჩამქრალი ნამწვი მეკავა, -ჯანდაბა.. ჩავიბურტყუნე და საფერფლეში ჩავაგდე. შვიდის ნახევარი გამხდარიყო ჩემი სამსახურში წასვლის დრო ახლოვდებოდა, გაზქურასთან მივედი, ავანთე და ზედ ჩაიდანი შემოვდგი...

მეტროში ხალხი ირეოდა, აქაიქ მათხოვრებსაც შენიშნავდი, ზოგი მღეროდა, ზოგიც თავჩაქინდრული იდგა და ისე ითხოვდა მოწყალებას.. რატომღაც ბავშვობიდან მიყვარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მასში მყოფ ადამიანებზე დაკვირვება, შეფასება, ზოგი აფორიაქებული სახით აცეცებდა თვალს, ზოგიც ბედნიერი გამომეტყველებით იდგა და სახეზე ოდნავშესამჩნევი ღიმილი ეტყობოდა, ასეთებისგან ყოველთვის დადებითი ენერგია მოდიოდა და შენც ძალაუნებურად ამ ენერგიით იმუხტებოდი, ვინ მოსთვლის კიდევ ვის რა უჭირდა და რა უხაროდა.


სუსხიანი ამინდი იყო თუმცა ჯერ ნოემბრის დასაწყისი იყო, მეტროდან გამოსვლისას ცას ავხედე, მანტოს საყელო ავიწიე და სამსახურისკენ გავწიე, რომელიც იქვე 50 მეტრში იყო, ჩვეულებრივი სამსახური იყო, მონოტონური და დამღლელი, რადგანაც მთელი დღის განმავლობაში ქაღალდებში თავჩარგული ვიყავი, მუდმივად ხალხი გადი გამოდიოდა, შესვენებაზე თანამშრომლებთან ერთად სიგარეტით და ყავით ხელში ქვეყნიერების პრობლემებზე ვსაუბრობდით, ზოგჯერ რომელიმე თანამშრომლის ავან ჩავანს განიხილავდენ ქალები, უნებურად შენც დაინტერესდებოდი ამ ყველაფრით, თუმცა არასოდეს ჩავრეულვარ მათ საუბარში თუ ჭორაობაში.. ალბათ მეც ბევრჯერ გავმხდარვარ მათი გაჭორვის ობიექტი, ბევრი მეტრფოდა კიდეც მე ხომ მხოლოდ 35 წლის ვიყავი, გამხდარი, საშუალო სიმაღლის, ღია ფერის თმებით, შავი თვალებით, რაც მთავარია უცოლო.. მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონდა ჩემი გარეგნობა მაინც სიმპატიურ მამაკაცად ვითვლებოდი და მუდმივად ქალების ყურადღების ცენტრში ვიმყოფებოდი, თუმცა თუ არ ჩავთვლით შემთხვევით კავშირებს, სერიოზული ურთიერთობისთვის არასოდეს ვყოფილვარ მზად, ალბათ ეს იმის ბრალიც იყო, რომ არ მიყვარდა ლაპარაკი და საკმაოდ გულჩათხრობილი ვიყავი, არც ურთიერთობა მეხერხებოდა...

საღამოობით როგორც ყოველთვის სახლისკენ მივდიოდი მეტროთი, იმ იშვიათი გამონაკლისების გარდა როდესაც ჩემი ისედაც მცირერიცხოვანი სამეგობროდან რომელიმე დამირეკავდა, სადმე წასვლას და დროის გატარებას შემომთავაზებდა, მეც სიამოვნებით ვთანხმდებოდი, რადგანაც სახლში არავინ მელოდა, მშობლები დიდი ხნის წინ გარდაცვლილიყვნენ ავარიაში, არც დაძმა მყავდა. ასე ეულად და შეუმჩნევლად ვცხოვრობდი

-რა უინტერესო და არაფრის მომცემი ცხოვრება მაქვს. ეს აზრი მუდმივად მიტრიალებდა თავში. რაღაც აუცილებლად უნდა შევცვალო, ყოველდღიურ რუტინას უნდა გავექცე, სადმე სამყაროს დასალიერში გადავიკარგო სადაც არ იქნება ნაცრისფერი ყოფა, ქაღალდების შრიალი არ მომაბეზრებს თავს, შესვენებაზე ყავის სმაში და უაზრო საუბრებში არ გავფლანგავ ძვირფას დროს..

სუსხიანი ამინდი იყო, თუმცა ჯერ ნოემბრის დასაწყისია, ცას ავხედე, მანტოს საყელო ავიწიე და მეტროს ჯურღმულებში ხალხს შევერიე ჩემი ფიქრებით, პრობლემებით, წუთიერი გამონათებებით.. უნდა დავისვენო, ხვალ ადრე ვარ ასადგომი...image

1
78
4-ს მოსწონს
ავტორი:orzo
orzo
78
  
2012, 29 მარტი, 10:31
:)
0 1 1