პროფილაქტიკა ბევრი დავადების სამკურნალო "ნივრის ბალზამი" 2012, 12 დეკემბერი, 16:02
შემოგთავაზებთ უებარი ნიორის ბალზამის რეცეპტს, რომელიც ამაგ- რებს იმუნიტეტს, შველის ათეროსკლეროზს, ქრონიკულ ბრონქიტს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს. ბალზამის დასამზადებლად 200გრ ნიორი ჩაყარეთ მუქი მინის ჭურჭელში, დასხით 200გრ სპირტი და დადგით ბნელ ადგილას. 10-12 დღის შემდეგ გაფილტრეთ, დაუმატეთ 50გრ თაფლი დ 30გრ პროპოლისის სპირტიანი ხსნარი(იყიდება აფთიაქში)კარგად აურიეთ და სიბნელეში კიდევ 2-3 დღე დატოვეთ. სვითდღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. წვეთები ნახევარ ჭიქა რძეში უნდა გახსნათ. დოზა თანდათანობით გაზარდოთ:პირველ დღეს მიიღეთ დილით-1, სადილად-2, საღამოს-3 წვეთი, მეორე დღეს, შესაბამისად 4, 5, 6 წვეთი და ა.შ. მე-11 დღიდან დოზა სტაბილური ხდება: 25-25 წვეთი დილით შუედღისას და საღამოს. კურსის ხანგრძლივობა 30დღეა. 3-5 თვის შემდეგკურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ. 2097 4-ს მოსწონს
|