x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
ჯონი დეპმა ახალი ოჯახური კერა მოიწყო
ვანესა პარადისთან განშორების შემდეგ ჯონი დეპი დიდხანს არ დარჩენილა მარტო. მსახიობი იმდენად მიეჩვია ოჯახურ ცხოვრებას, რომ ოჯახის ხელახლა შექმნას გეგმავს ახალ რჩეულთან 26 წლის მსახიობ ამბერ ჰარდთან.

image

მსახიობები ერთმანეთს ფილმის "რომის დღიურების" გადაღებისას შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯონი პირადულ ცხოვრებას მკაცრად ასაიდუმლოებს, ამბერ ჰარდთან ურთიერთობა მალევე გამომჟღავნდა.

ჯონი დეპი ფლობს ოთხ სახლს ლოს-ანჯელესში, ნებისმიერ მათგანში შეეძლო ამბერს დასახლება, მაგრამ ჯონიმ ახალ შეყვარებულს ტენესის შტატში 16 მლნ-იანი რანჩო შეუძინა. რანჩო 19 ოთახისგან შედგება.


image

სახლის შეძენა მიუთითებს ჯონის სერიოზულ დამოკიდებულებაზე ამბერის მიმართ, ჰარდი ხომ დიდი ხანია ოცნებობდა საკუთარი რანჩოს ქონაზე. თავდაპირველად წყვილი გეგმავდა სახლის შეძენას ამბერის სამშობლოში-ტეხასში, მაგრამ ნეშვილის სახლი მათ ერთი შეხედვით მოეწონათ.

ახალ ოჯახურ კერაში ჯონი დეპი მუსიკალურ შემოქმედებაზე გადართვას გეგმავს, ხოლო ამბერი კი საყვარელი საქმიანობით-ცხენზე სეირნობით დაკავდება.

image

image
image




0
54
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0