მაკიაჟი და ვარცხნილობა მოდური ვარცხნილობები დღესასწაულებისთვის 2012, 21 დეკემბერი, 12:53 დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად მეტად აქტუალური ხდება მოდური და გამორჩეული ვარცხნილობის შერჩევა.
სეზონიდან სეზონზე სტილისტები თმის ვარცხნილობის სრულიად განსხვავებულ ვარიანტებს გვთავაზობენ დიზაინერთა ჩვენებისთვის, რომელთა გადმოტანა ყოველდღიურ ყოფაშიც შესაძლებელია.
გთავაზობთ ვარცხნილობების ძირითად ტენდენციებს შემოდგომა-ზამთარი 2012/13 წლის კოლექციების დეფილეებიდან,
რომელიც შეგიძლიათ დღესასწაულებისთვის შეარჩიოთ.
ტენდენცია- შუბლზე შეჭრილი თმის იმიტაცია ("ჩოლკა") თმის ფართო რიგი, რომელიც "ჩოლკას" წააგავს-მეტად აქტუალური მეთოდია, რომლითაც ვარცხნილობის შეცვლას თმის შეჭრის გარეშეც შეძლებთ. Cacharel Dries Van Noten Suno Dior Giambattista Valli ტენდენცია-დაუდევრად შეკრული თმა სრულიად განსხვავებულად დახვეულმა თმებმა მიმდინარე სეზონზე ახლებური სახე მიიღო. თუ ადრე სტილისტები გვთავაზობდნენ ძალიან მკაცრ, მოჭერილ თმების კონებს, წელს პირიქით არის. რაც უფრო დაბურდული და დაუდევრად არის შეკრული თმა მით უფრო მოდური ვარიანტია. ამგვარი ვარცხნილობა გაახარებს იმ ქალბატონებს, რომლებსაც დრო და მოთმინება არ ყოფნით სარკის წინ დიდი ხნით კოპწიაობისთვის. ვარცხნილობის შენარჩუნებაში კი მსუბუქი დასაფიქსირებელი გელი ან ლაქი გამოგადგებათ. Kristina T Haider Ackermann Preen ტენდენცია-მაღლა აწეული თმები მაღლა აწეული თმა 60-იანი წლების სტილში კვლავ მოდურია. მოცულობის შექმნა შეგიძლიათ მხოლოდ კეფაზე როგორც Dsquared² და Blumarine ჩვენებაზე იქნა წარმოდგენილი, ან მთელ თავზე, როგორც Oscar de la Renta-ს დეფილეზე. მთავარია აკურატულობას მოერიდეთ. როგორც ორლანდო პიტმა, Oscar de la Renta-ს სტილისტმა განმარტა: მან შექმნა გოგონების იერსახე, რომლებიც დედიკოს კაბებში არიან გამოწყობილი და დიდების ვარცხნილობას იკეთებენ. Dsquared2 Dsquared2 Carolina Herrera Oscar de la Renta Blumarine ტენდენცია-გვერდით გადავარცხნილი ქოჩორი შეგიძლიათ მარტივად შექმნათ მოდური ვარცხნილობა და შუბლზე შეჭრილი თმა უბრალოდ გვერდით გადაივარცხნოთ, აქცენტი კი თვალების მაკიაჟზე გააკეთეთ. ვარცხნილობის დასაფიქსირებლად კი გამოიყენეთ თმის ლაქი ან გელი. Suno Nina Ricci Guy Laroche 1625 15-ს მოსწონს 2-ს არა
|