ქალი და მამაკაცი რატომ უნდა დაქორწინდეთ? 2012, 12 დეკემბერი, 4:10 "ქორწინება-ალყაში მოქცეული ციხე-სიმაგრესავითაა: ვინც მის შიგნითაა, გარეთ სურს გამოვიდეს, ხოლო ვინც გარეთაა, შიგნით სურს შესვლა"-აღნიშნავდა ერვე ბაზენი.მოდით გულახდილად ვისაუბროთ: ფაქტობრივად ყველა ქალს სურს დაქორწინება.ხოლო ისინი, ვინც საწინააღმდეგოდ ფიქრობენ, უბრალოდ ჯერ კიდევ ეშინიათ ე.წ "ქორწინების მონობის", რომ ისინი დაკარგავენ თავიანთ პიროვნულობას.ქორწინება შეიძლება აღმოჩნდეს მძიმე ტვირთი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ცხოვრებას უკავშირებთ შეუფერებელ ადამიანს, შეუფერებელ დროსა და არასწორი მიზნით. გონივრული დამოკიდებულება ქორწინებაზე შემდგომში ხდება ბედნიერებისა და ჰარმონიის გარანტი.მთავარია-პასუხი გავცეთ რამოდენიმე მნიშვნელოვან კითხვას. რა თქმა უნდა, უნდა დაქორწინდეთ.პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის ქალის ქვეცნობიერი სურვილი და სანამ ის არ განხორციელდება, ქალი ვერ მოიპოვებს სულიერ სიმშვიდეს.გოგონათა ტვინი დაკომპლექტებულია ერთი მიზნისთვის-გახდეს ქალი. მეორე, ქალის ბუნებაში ჩადებულია უზარმაზარი შესაძლებლობანი სულიერი განვითარებისა, მაგრამ მათ მთელი გულით შეუძლიათ იზრუნონ მხოლოდ სხვა ადამიანებზე.არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ობოლი, ავადმყოფი, თუ უბრალოდ ნათესავი-მთავარია, ქალის სიყვარული მოდიოდეს სუფთა გულიდან, რისი უნარიც შესწევს მას. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ბედნიერება-ეს არის სამსახურის დაწყება და პროფესიული ზრდა, ამ მიზნების განხორციელების შემდეგ გააცნობიერებთ, თუ როგორ მოგნატრებიათ მშობლიური კერა და ოჯახური გარემო, რადგან მხოლოდ სიყვარულითა და გარშემომყოფებზე ზრუნვის საშუალებით შეუძლია ქალს იყოს თავის თავთან ჰარმონიაში, მამაკაცებისაგან განსხვავებით, რომლებიც დამოუკიდებლად ცდილობენ მატერიალური ყოფის შეცვლას. ასე, რომ პასუხი კითხვაზე:"რატომ უნდა გავთხოვდეთ?" მარტივია:იმიტომ, რომ ეს აუცილებელია არამარტო ქალური ბედნიერებისათვის, არამედ გარშემომყოფთა ბედნიერებისთვისაც, რადგან ქალთა ბედნიერება სამყაროს მამოძრავებელი ძალაა. რისთვის? ამ კითხვას ხშირად ენაცვლება კითხვა "რატომ?"თუმცა ერთი იკვლევს საკითხს, ხოლო მეორე შეისწავლის მის გამომწვევ მიზეზებს. თუ ქორწინების მიზეზები ნათელია-თქვენ უნდა დაქორწინდეთ იმისათვის, რომ იყოთ ბედნიერები, ხოლო კითხვამ "რისთვის?"- შეიძლება შეგიყვანოთ ჩიხში.ადამიანები ქორწინდებიან იმისათვის, რომ შექმნან სრულფასოვანი ოჯახი ოფიციალურად, რადგან ფსიქოლოგების აზრით, მხოლოდ ამ გზით შეიძლება ქალმა იგრძნოს თავი დაცულად, ხოლო კაცმა-სრული პასუხისმგებლობა. სასაცილოა, მაგრამ მამაკაცები უკეთ უგებენ ქალებს, რისთვისაც ისინი ქორწინდებიან.მათ იციან, რომ ქორწინება-ეს არ არის მხოლოდ უბრალო ძვირადღირებული დღესასწაული და საქორწინო ბეჭედი არათითზე.ქორწინება-ეს არის პასუხისმგებლობა ქალზე და ვალდებულების აღება საერთო შვილებზე, რა თქმა უნდა-სამუდამოდ.სა-მუ-და-მოდ! კაცი ამბობს:"სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს" და ასრულებს მას.თუ ნორმალურ მამაკაცს ოდნავ მაინც ეპარება ეჭვი, რომ მზად არ არის ამ ქალს ხედავდეს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ის არ დაქორწინდება, მერწმუნეთ! ქალები პირიქით არიან, ისინი ყოველთვის აცნობიერებენ ქორწინების მნიშვნელობას.მათთვის გათხოვება იგივეა, რაც უცებ მიიღონ ბევრი ფული, საყიდლებზე იარონ ლუის ვიუტონის ანდა დიორის მაღაზიებში და იქიდან გამოვიდნენ ამაყი სანუკვარი შენაძენის თანხლებით, გააჩინონ შვილები და იყვნენ უზრუნველყოფილნი, იარონ უნივერსიტეტში, მეტროში.ერთი სიტყვით, ქალების გარკვეული კატეგორიისათვის ქორწინება-ეს არის ცხოვრების არჩვეულებრივად მოწყობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ნაბიჯი არ იქნება სამართლიანი და სწორი. ეკატერინე, 23 წლის:" საშა ჩემთვის ოველთვის იყო სიმშვიდის ნავსაყუდელი და სტაბილურობის სინონიმი, რადგან გაგიჟებით ვუყვარდი, ხოლო მე უბრალოდ ნებას ვრთავდი ვყვარებოდი. გასაკვირი არ არის, რომ მისი წინადადება ხელის თხოვნაზე, თანხმობით დასრულდა.სექტემბერში ჩვენ ძალიან ლამაზი ქორწილი გადავიხადეთ, მაგრამ უკვე მეორე დილით ჩუმად ვტიროდი, რადგან მივხვდი, რომ რაღაც პრინციპის გამო მე ეს გავაკეთე.მას შემდეგ გავიდა ერთი წელი და საშას მიმართ უკვე აღარანაირი გრძნობა არ შემომრჩა, ხანდახან მეზიზღებოდა კიდეც.ის მე განქორწინების საშუალებას არ მაძლევს, არც ჩემი მშობლები არიან მომხრე.ამიტომ გადავწტვიტე ერთ თვეში ერთი წლით გავემგზავრო სასწავლებლად სხვა ქვეყანაში.თუ კი სწორად მოვიქცევი, ყველაფრისთვის მზად ვარ, რომ მასთან არ ვიცხოვრო." აი, ესეც ცხოვრებისეული მაგალითი. 257 9-ს მოსწონს 1-ს არა
|