კულტურა დედა ტერეზას ციტატები 2012, 11 დეკემბერი, 21:30 "ადამიანები სულელები, ალოგიკურები და ეგოისტები არიან, არაუშავს, შეუნდეთ მათ." "თუ თქვენ გააკეთეთ სიკეთე და ხალხმა ბრალი დაგდოთ საიდუმლო პირად მიზნებში, არაუშავს აკეთეთ სიკეთე." "თუ თქვენ მიაღწიეთ წარმატებას და გამოგიჩნდნენ ცრუ მეგობრები და ნამდვილი მტრები, არაუშავს მიაღწიეთ წარმატებას." "თუ თქვენ პატიოსანი და გულღია ხართ, ხალხი მოგატყუებთ თქვენ.არაუშავს, იყავით პატიოსანი და გულღია." "რასაც თქვენ აშენებდით წლობით, ის შეიძლება ერთ წუთში დაინგრეს, არაუშავს აშენეთ." "თუ თქვენ მოიპოვეთ ბედნიერება, სხვებს შეშურდებათ, არაუშავს, იყავით ბედნიერი." "სიკეთე რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ, ხალხი ხვალ მას უკვე დაივიწყებს, არაუშავს აკეთეთ სიკეთე." "იყავით განსხვავებული ხალხისგან საუკეთესოთი რაც გაგაჩნიათ, თუმცა ეს არასდროს არ იქნება საკმარისი, არაუშავს გამოეყავით მათ საუკეთესოთი.საბოლოოდ რასაც თქვენ აკეთებთ ხალხს არ სჭირდება, ეს მხოლოდ თქვენ და ღმერთს გჭირდებათ.ილოცეთ ერთად და უერთგულეთ მარტომ." "ჩვენთვის არ არსებობს განსხვავება ეროვნებაში, კანის ფერში, რელიგიაში.ყველა ადამიანი ჩვენთვის ღვთის შვილია.ყველა იმსახურებს ჩვენს დახმარებას, ყველა შექმნილია რათა უყვარდეს და უყვარდეთ.ქველმოქმედება-ეს არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს.ქველმოქმედება აახლოებს და ამეგობრებს.მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძს აღაფრთოვანოს ყოველი სულიერი, რადგან ეს საქმე უფლის ხელიდან მომდინარეობს." “თქვენ ხართ მატერიალურად უზრუნველყოფილი.თქვენ გაქვთ ყველაფერი ამ ქვეყანაზე, მაგრამ თქვენი გული მწუხარებით სავსეა.დავუშვათ თქვენ არ განაღვლებთ ის რაც არ გაქვთ-უბრალოდ მიდით ადამიანებთან და მოაქციეთ მათი ხელი თქვენსაში, გამოხატეთ სიყვარული.თქვენ თუ ამ რჩევას დაყვებით, თქვენ იბრწყინებთ როგორც შუქურა." 359 15-ს მოსწონს
|