საქართველო ვანოს ხელი უშვით "ფარჩაკებო" 2012, 11 დეკემბერი, 14:42 ახალაიას დაჭერის შემდეგ მასზე შეყვარებული ქალბატონები თეა თუთბერიძის მეთაურობით აქციაზე გამოვიდნენ და ნამდვილი სახალხო გლოვა გამათეს. მაგრაამ ეს აქცია მალევე ჩაწყნარდა და სოციალურ სივრცეს არ გასცდენია. ამჟამად ახალი პროტესტი მაღლჩინოსნის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებამ გამოიწვია და მას რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებაც შეუერთდა. ჯერ "ფეისბუქზე" გავრცელდა ინფორმაცია და შეიქმნდა ჯგუფი სახელწოდებით "ვანოს ხელი უშვით "ფარჩაკებო" " და შემდეგ ვანოს სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს სახელწოდებით "გავთბი", "გამათბო" "ვანო მაინც სხვაა" და ა.შ. ვანოს ფანკლუბს მომღერალი ნინოჩხეიძეც შეუერთდა და მისი და ვანო მერაბიშვილის შვილის ერთად გადაღებული ფოტო დადო წარწერით "მე მიყვარს ჩემი ვანო". ასევე ნინა წკრიალაშვილი დილით სამინისტროს საგამომძიებლო სამსახურთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შეუერთდა. 765 4-ს მოსწონს
|