x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
როგორი სამოსი ავირჩიოთ ახალ, გველის წელთან შესახვედრად
დეკემბრის ერთ-ერთი მთავარი კითხვა საახალწლო ჩაცმულობას შეეხება-როგორი სამოსი უნდა აირჩიოთ, რომ ახალი წლის სიმბოლოს წყლის შავი გველის გული მოიგოთ?

ასტროლოგები გვირჩევენ უპირატესობა შავს, მუქ ლურჯს და მწვანე ფერს მივანიჭოთ.

ყურადღება მიაქციეთ ასევე ტანზე მომდგარ გამოსასვლელ კაბებს, რომლის ქსოვილიც გველის ტყავის ასოციაციას იწვევს.

რაც შეეხება სამკაულებს, შეათავსეთ ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვები.


ცოტა ქარაფშუტა იერის შესაქმნელად აირჩიეთ კურდღლის ფორმის სამკაულები, გველს ხომ ისინი ძალიან უყვარს.

დიზაინერები გვთავაზობენ მრავალფეროვან არჩევანს საახალწლო ღამისთვის.

image

კაბა-Dorothy Perkins, ფეხსაცმელი-Christian Louboutin, სამაჯური-Bulgari (მარცხნივ), სამაჯური-Roberto Coin, კლატჩი- Malene Birger, საყურე-Dolce&Gabbana, კოსმეტიკის ჩანთა- Victoria`s Secret.


საახალწლო წვეულებისთვის ასევე მისაღებია ბაროკოს სტილის სამოსი, რადგან მას შავი ფერი უდევს საფუძვლად, ბრჭყვიალებით გაფორმებული ზედა კი შორიდან გველის ტყავს მოგაგონებთ.

image.image

კაბა-Miss Selfridge, ფეხსაცმელი- Burak Uyan, სამკაულები-Dolce&Gabbana, ჩანთა-Alexander Terekhov for Coccinelle.


საღამოს წვეულებების ნათება აირეკლება ათასობით ბრჭყვიალაზე, აქსესუარები და ფეხსაცმელები კლეოპატრას იერს აძლიერებს


image

image

ტოპი-Michael by Michael Kors, შორტები-Dorothy Perkins, სამაჯური Bulgari, ფეხსაცმელი- Nikolas Kirkwood, ბეჭედი- Yves Saint Laurent.


შავი ბრილიანტები და ვერცხლისფერი პითონის ტყავი- დიდებული და სახიფათო შეხამებაა, რომლითაც გამორჩეული იქნებით წვეულებაზე.

image

კაბა- Marc Cain, ფეხსაცმელი-Philipp Plein, ჩანთა- Dolce&Gabbana, ბეჭედი და გულსაკიდი Stephen Webster.


შეგიძლიათ აირჩიოთ თავიდან ფეხებამდე "გველის ტყავში" გამოწყობა დაწყებული ფეხსაცმელით დამთავრებული შლიაპით და რა თქმა უნდა აქსესუარებითაც.

image


image

ჩანთა, ტოპი, ფეხსაცმელი-Philipp Plein, შარვალი-Juicy Couture, შლიაპა-OVS, საყურე -Valerie Danenberg, ბეჭედი-Pandora

4
1229
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
1229
  
2013, 17 იანვარი, 11:26
არაა აუცილებელი გველივით გამოიყურებოდე...ცაგარელმაც აღნიშნა ეს
2012, 26 დეკემბერი, 14:00
აააააააააააააააააააა
2012, 20 დეკემბერი, 17:51
:D:D ჯერ ხვალის ტანსაცმელზე მაქ საზრუნავი:D
2012, 20 დეკემბერი, 13:24
ჯერ 21 დეკემბერია :დდდდდდ
0 1 4