x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
ისტორია, რომელმაც მსოფლიო "აატირა".. შეუძლია ადამიანს იყოს ასეთი ერთგული?

imageარგენტინელი მიგელ გუზმანი, "ავჩარკის" პატრონი ( კაპიტანი ), დაიღუპა 2006 წელს. დასაფლავებისთანავე ძაღლი გაიქცა სახლიდან და უკვე მეექვსე წელია, რაც პატრონის სასაფლაოზე ცხოვრობს. ერთგულების ამ უნიკალური შემთხვევის შესახებ არგენტინული ჟურნალი გვაუწყებს. მიგელ გუზმანმა, ეს ძაღლი უყიდა თავის შვილს დემიანას, მაგრამ კაპიტანმა ( ასე ჰქვია ძაღლს ) ნამდვილ პატრონად გუზმანი აღიარა. კაპიტანის შეძენის შემდეგ არ გასულა 1 წელი, რომ მიგელ გუზმანი დაიღუპა, როდესაც მიგელ გუზმანის ოჯახი დასაფლავებიდან ბრუნდებოდა სახლში, კაპიტანი არსად არ სჩანდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც მიგელ გუზმანის ოჯახი სასაფლაოზე წავიდა, მხოლოდ მაშინ შენიშნეს კაპიტანი, რომელიც იჯდა მიგელის საფლავზე. მიგელის ოჯახის განცხადებით, როდესაც მათ ძაღლი დაინახეს, მის სახეზე ასე ვთქვათ საშინელი დარდი შენიშნეს და ცრემლებიც კი მოსდიოდა. ამის შემდეგ კაპიტანი არ ტოვებს პატრონის საფლავს.
"ჩვენ არასდროს არ წაგვიყვანია კაპიტანი სასაფლაოზე. ვერაფრით ვერ ვხვდები, როგორ მიაგნო სასაფლაოს, როდესაც ჩვენ ვიპოვეთ კაპიტანი, ის გამოგყვა სახლში, თუმცა მალევე გამოიქცა უკან." - განაცხადა მიგელის ცოლმა. სასაფლაოს მფლობელის, გექტორ ბასეგის, თქმით ძაღლი დღისით ახლოს არის პატრონის საფლავთან, ხანდახან სეირნობს გარშემო, მაგრამ ძილის დროს ყოველთვის საფლავზე იძინებს, ხოლმე. მას სასაფლაოს მუშები კვებავენ. "მე ბევჯერ ვცადე კაპიტანის სახლში წაყვანა, მაგრამ ის უკან გამორბოდა. მე ვფიქრობ, რომ ის იქვე მოკვდება. კაპიტანი ისეთი ერთგულია სიცოცხლის ბოლომდე დაიცავს მიგელის სასაფლაოს." - განაცხადა მიგელის შვილმა, დემიანამ.

1
889
7-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
889
  
2012, 10 დეკემბერი, 18:29
არა არ მგონია ადამიანს შეეძლოს ასეთი ერთგულება
0 1 1