x
ზოგჯერ მგონია, რომ გუშინდელმა დღემ წაიღო მთელი ბედნიერება


ზოგჯერ მგონია, რომ გუშინდელმა დღემ წაიღო მთელი ბედნიერება


ზოგჯერ მგონია, რომ გუშინდელმა დღემ
წაიღო მთელი ბედნიერება
ზოგჯერ მგონია, იქნებ სიცოცხლის ფასია ის ბოლო ღამე
და მომეტოვა უკან მთელი ცხოვრება......?........

თითქოს დილასაც დაეზარა ბოლოს თვალის გახელა
და ბნელ ოთახში მზის სხივები აღარ მინდოდა...
მძიმე ფარდებმა შემინახეს შენი ნასუნთქი ჰაერი,
მაშინ ვინატრე — ეს ცხოვრება მე შენთვის მინდა......

უცხო თეთრეულის ხამი შრიალი
შენს შემორჩენილ სითბოს არ მაცლის
არ გათენდებოდეს ის ერთი ღამე
დილას ვერ ვიტან მე შენი წასვლის........

თეთრი მუსიკის უსიტყვო ბგერებს
მივცემ შენს სახელს და ვმღერი ნოტებს
შემრჩა ბოლო კოცნა თბილი ბაგეების
და ოპიუმის ცხადი სიზმრით მე გიყვები ჩემს ცოდვებს

და განმეორებითი ლტოლვა წამიღებს
და გამატარებს ცხრაჯერ ჯოჯოხეთს
შენ ამას ყველაფერს ჩემს სიგიჟეს არქმევ
მე კი მგონია შენ ხარ სამოთხე......

რას იზავ....ქალის სულში ხომ სულ ქარია
შორიდან მოაქვს ფრენი ფიქრები
რას შევცვლი? შენმა სიცივემ ამრია
ამიტომ შენთვის მთვრალ ქალად ვითვლები.....

ვიღაცამ მითხრა — შენ რა ქალი ხარ
ამხელ ყველაფერს, ვერაფერს მალავ
რა მიჭირს? გონება შემრჩა, ხანდახან
კი ვფიქრობ -ასეთი დიდი სურვილი, რად ვარ მის ხამად......?

ნახმარ ლტოლვაში რჩება ცეცხლის ნარჩენი
და მე ჩემს გულსაც შევურევ ფერფლში...
ვინ იცის მორჩება გონება მის კვალად
ვნახე სიყვარული ამ ბოროტ სენში.....

ფერფლამდე შორია....ჯერ მათბობს მე შენი
წინა ღამედან თბილი ფერება
იქნებ გიჟი ვარ და მართალი ხარ
და მელანდები, შენ ხარ მოჩვენებად.....

ზოგჯერ და ხშირად...სულ შენზე ვფიქრობ
შენ გახდი ჩემი ბედნიერება......
სიცოცხლის ფასი ხარ, ვიცი, დამღუპავ
და დავუტოვებ სხვას დაბერებას......

და გეტყვი- ღირდა, ნამდვილად ღირდა...
მე შენს ნდომაში გამეხსნა ფრთები...
ღირდა ის ღამეც, მთელს რევ სიცოცხლედ
და შენს სახელს წავიღებ მე უსასრულობის შორ ცებში.............:*

Юна
2 აპრილი 2012

0
26
3-ს მოსწონს
ავტორი:yuna
yuna
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0