საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი(სოკ)1894 წლის 23 ივნისს ბარონ პიერ დე კუბერტენის მიერ ოლიმპიური თამაშების აღორძინების მიზნით შეიქმნა.ამჟამად კომიტეტი ყველაზე გავლენიანი სპორტული ორგანიზაციაა მსოფლიოში.კომიტეტი ყოველ ოთხ წელიწადში ორგანიზებას უკეთებს თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებს ზაფხულსა და ზამთარში.კომიტეტის მიერ ორგანიზებული პირველი ზაფხულის ოლიმპიადა 1896 წელს ათანში(საბერძნეთი)გაიმერთა, პირველი ზამთრის ოლიმპიადა კი-1924 წელს შამონში(საფრანგეთი).1992 წლამდე ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადები ერთსა და იმავე წელს იმართებოდა.1994 წლიდან კი კომიტეტმა მათ შორის ორწლიანი დრო გამოყო ღონისძიებათა ორგანიზების გამარტივების მიზნით.
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ორი ორგანო აქვს:აღმასრულებელი კომიტეტი და ანტიდოპინგის კომიტეტი.
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში 205 ეროვნული კომიტეტია გაერთიანებული.თითოეული მათგანი თავის კონტინენტალურ ეროვნულ ოლიმპიურ ასოციაციებს ექვემდებარება.2001 წლიდან ორგანიზაციის პრეზიდენტია ბელგიელი ჟაკ როგე.პირველი პრეზიდენტი კი ვიკელას დემეტრიუსი იყო 1894-1896 წლებში.თავად დამაარსებელი პიერ დე კუბერტენი კომიტეტს 1896-1925 წლებში ხელმძღვანელობდა.
კომიტეტის სამუშაო ენებია:ფრანგული და ინგლისური.ყოველი წლის 23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნება.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წელს შეიქმნა და 1993 წელს უკვე საერთაშორისო ოლიმპიურ ოლიმპიურ კომიტეტში გაერთიანდა.
საქართველოს სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე სულ 18 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 5 ოქროსი, 2 ვერცხლის და 11 ბრინჯაოსი.ჩვენს სპორტსმენებს ყველა მედალი ზაფხულის ოლიმპიადებზე აქვთ მიღებული.