ფრანგულმა არქიტექტურულმა კომპანიამ "Atelier Zündel Cristea"-მ ორიგინალური ხიდი-ბატუტი გააკეთა მდინარე სენაზე. თუმცა ეს საკმაოდ არარეალურად გამოიყურება ისეთი ქალაქისთვის, როგორიც პარიზია, რომელიც არქიტექტურული შედევრებითაა სავსე, აგრეთვე უსაფრთხოების თვალსაზრისიც გასათვალისწინებელია, თუმცა ხიდი საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება და მოქალაქეებიც კარგად ერთობიან.