x
ქართული ცეკვის შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, ქართულ ხალხურ ცეკვას, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.ქართული ცეკვები მრავალფეროვანია.ცეკვა აჭარულიმთიულურიხორუმი

image1)ცეკვა ქართული.
სხვა ცეკვებისაგან, რომანტიულობით გამორჩეული ცეკვა, რომელიც თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით.ცეკვა ხუთ ნაწილიანია, თუმცა ის ხანდახან ოთხ ნაწილადაც სრულდება.ცეკვას გააჩნია მისთვის დამახასიათებელი აუცილებელი პირობები.ქალისათვის-სამდაკვრით აგებული სინარნარე, ვაჟთათვის-ტანის შეურყევლად შესრულებული გასმები.შესრულებული "ქართული"-ის სიმსუბუქის მიუხედავად, მისი ცეკვა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

2)ცეკვა მთიულური.

ცეკვა აგებული არის, ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე, როგორიცაა:ჩაკვრა, ცერილეთები, მუხლილეთები, ხტომისებური მოძრაობები, ბრუნები და სხვ.მთიულური ცეკვა, მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსი სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება.მთიულეთში, პაექრობა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს.ცეკვის მუსიკალური ზომა, უმეტეს შემთხვევაში არის 2/4.

3)ცეკვა ხორუმი.
ეს არის საბრძოლო ხასიათის ცეკვა, რომელიც აჭარის რეგიონიდან მომდინარეობს.დროთა განმავლობაში მოცეკვავეების რაოდენობა, ამ ცეკვაში, მატულობდა, თუმცა ცვლილებების მიუხედავად, შინაარსი კვლავ უცვლელი დარჩა.სცენაზე თავდაპირველად რამოდენიმე მოცეკვავე გამოდის, რომლებიც მეომრებს განასახიერებენ, ბრძოლის დაწყებისთანავე კი ისინი თავიანთ ლაშქარს უხმობენ.
დღესდღეობით უამრავი ქორეოგრაფიული ანსამბლი არსებობს, ქართული ცეკვების შესასწავლად:"სუხიშვილები", "ერისიონი", "რუსთავი", "დიდგორი", "ივერიონი", "ივერია", "სამეფო" და სხვ.

0
378
4-ს მოსწონს
ავტორი:Anna...
Anna...
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0