სხვა თუ გრაფ დრაკულასთან სადილობა გსურთ... 2012, 8 დეკემბერი, 1:13 ტრანსილვანიის შავბნელი, გაუვალი ტყის სიღრმეში, შიშველი კლდის მწვერვალზე, სასახლე ბრანი დგას. ამ სასახლის მთავარი ნაგებობის წაწვეტებული სახურავი თითქოს ცის გახვრეტას ლამობს. ზოგჯერ ამას ახერხებს კიდეც და მაშინ დედამიწაზე ყინულივით ცივი წყლის ნაკადი იღვრება. განრისხებული ზეცა სასახლეს ელვის ისრებს უგზავნის, ხოლო მის ახლომდებარე ხეებს გამძვინვარებული ქარიშხალი ამტვრევს, მათ საპასუხოთ კი ბრანის სასახლიდან გამომავალი გამყინავი ხარხარი ისმის. სწორედ ეს ხარხარი და ვიღაცის გაურკვეველი აჩრდილი, რომელიც ხანდახან სასახლის გრძელ და ნესტიან დერეფნებში დაიარება, ის გადმონაშთია, რაც ამ სასახლის - გრაფ დრაკულასგან შემორჩნა. 306 11-ს მოსწონს 3-ს არა
|