x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
აღსასრული?!

მაიას ტომები ხომ გვაგიჟებდნენ მათი კალენდრით, ეხლა უკვე ტიბეტელმა ბერებმა დაიწყეს ხალხის გაგიჟება, ეგ არაფერი მეცნიერების ნაწილიც შეშლილა ჭკუიდან და რაღაც მაგდაგვარს იდძახის, თითქოს 21 დეკემბერს დედამიწა გათავისუფლდება დიდი ბოროტებისგან ანუ ადამიანებისგან და გაიხარებს. ამის შემდეგ დაიწყება ხელახლა ყველაფერი, იქნებიან კეთილი ადამიანები, აღარ იარსებებს ბოროტება, რაც ყველაზე მთავარია იქნება უზარმაზარი განვითარება და ისინი შეძლებენ სხვადასხვა დროში მოგზაურობას, თურმე ამას ახლაც ახერხებს ვიღაცაები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით და ვერ გავიგებთ. საინტერესოდ მეჩვენება ეგ ყველაფერი მაგრამ მეც მინდა იმ საზოგადოების წევრი ვიყო. სიმართლე რომ გითხრათ არ მჯერა ამ რაღაცაების, მაგრამ გულის სიღრმეში მიჩნდება ხანდახან ეჭვი ვაი თუ მართლა მოხდეს ეს ყველაფერი. ღმერთმა დაგვიფაროს! ისე კი ვართ ღირსები .მოვსპეთ ყველაფერი რისი მოსპობაც შეგვეძლო, პრაქტიკულად არსებული წიღისეულის 30% აღარააა დარჩენილი, რაც მთავარია ყოველდღე ვხოცავთ ერთმანეთს, უამრავი ადამიანი იღუპება შიმშილით. როცა უამრავმა ადამიანმა სად წაიღოს ფული და ქონება არ იცის, გვაქვს ატომური და ათასი სახის ქიმიური თუ ბაქტერიოლოგიური იარაღი, ჩავერიეთ უფლის საქმეში ლამის გაუტოლეთ თავი უფალს, დავიპყარით კოსმოსი და დავიწყეთ ადამიანების სრული კონტროლი, რომლის უფლება არავის მოუცია ჩვენთვის ეს ის მცირე ჩამონათვალია რომელ უბედურებებშიც ჩვენი ხელი ურევია და ამყველაფრის შემდეგ გვაქვს უფლება კი ვიყოთ დედამიწის სრულუფლებიანი წევრები?!მგონი არ უნდა გვქონდეს პრეტენზია! ისე ეხლა თუ არა ოდესღაც მაინც მოხდება!!!!

2
53
1-ს მოსწონს
ავტორი:ბელადი
ბელადი
53
  
2012, 8 დეკემბერი, 15:34
გაიხარე მეც ზუსტად მასე ვფიქრობ
2012, 8 დეკემბერი, 11:09
მომეწონა შენი სტატია...საყვარელი ადამიანები რომ არ მეცოდებოდნენ ამ დღისთვის, ღირსები ვართ ადამიანების ყველაფრის...
0 1 2