საზოგადოება ქვეყნის აღსასრული 7 ათასი წლით გადაიდო 2012, 7 დეკემბერი, 22:04 მაიას ტომის უძველესი კალენდარი აღმოაჩინეს გვატემალაში. ბოსტონის უნივერსიტეტის არქეოლოგების ჯგუფი უილიამ სატურნოს ხელმძღვანელობით 2001 წლიდან იკვლევდა მაიას უმსხვილესი „მკვდარი ქალაქის“ შულტუნის ნანგრევებს. ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს ფრესკები, რომლებზეც მზისა და მთვარის წლების ამსახველი ასტრონომიული ცხრილი და მარსისა და ვენერას მოძრაობის ციკლია გამოსახული. ამერიკელმა არქეოლოგებმა მაიას ტომის ახალი კალენდარი იპოვეს, რომელიც დღეისათვის ამ უძველესი ცივილიზაციის აღმოჩენილ კალენდრებს შორის უძველესია. 182 6-ს მოსწონს
|