ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის Madonna-ს სრული სახელი და გვარი. ის ასე ჟღერს - მადონა ლუიზა ვერონიკა ჩაკონე. ცნობილი პოპ - ვარსკვლავი 1958 წლის 16 აგვისტოს მიჩიგანის შტატის, ქალაქ ბეი - სიტიში დაიბადა. ოჯახში მესამე ბავშვი იყო და განსაკუთრებულად დედა უყვარდა, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მომღერალი 5 წლის იყო. მადონას მამამ მეორე ცოლი მოიყვანა, რაც ვარსკვლავმა დედის მიმართ ღალატში და უპატივცემულობაში ჩაუთვალა, ამ მიზეზით მადონა მამას 40 წელი არ ელაპარაკებოდა.