საზოგადოება ვინ არის kmc და რას ფიქრობს ქართველ რეპერებზე.მისი შეხედულება ქართულ რეპ კულტურაზე 2012, 7 დეკემბერი, 20:33 დათო ჩხიკვაძე დაიბადა 1996 წლის 24 მარტს .გაიზარდა ზესტაფონში.ასაკთან შედარებით ყოველთვის უფრო სერიოზული იყო.ყოველთვის გააჩნდა სწრაფვა პირველობისკენ, ოღონდ საკუთარ თავზე მუშაობით და არა სხვის ხარჯზე.მცირე ასაკიდან მუსიკამ დიდი ადგილი დაიკავა მის ცხოვრებაში და სწორედ ამ განხრით სურს წარმატების მიღწევა.
აქტიურად არის ჩართული ქართულ რეპ კულტურაში.გააჩნია ძალზე დამამახსოვრებელი ხმა და რაც მთავარია ინდივიდუალიზმი. აქვს მისი სტილი და რაც მთავარია არ ბაძავს სხვას, სწორედ ამიტომ ჰპოვა მან დაინტერესება საზოგადოების მხრიდან.
დათო 12კლასშია და ემზადება ეროვნული
გამოცდებისთვის.რამდენადაც მნიშვნელოვანია მისთვის სწავლა, არანაკლებ მნიშვნელოვანია რეპი. KMC (Cool Music Greator) გთავაზობთ ინტერვიუს KMCსთან. პირველ რიგში მოგესალმები და დიდი მადლობა ინტერვიუზე დათანხმებისთვის -პირიქით, მადლობა თქვენ. დღესდღეობით საქართველოში ძალიან ბევრი რეპერია და როგორ ფიქრობ შეძლებ საკუთარი “მე''ს დამტკიცებას? -ძალიან კარგი კითხვაა.დღესდღეობით საქართველოში მართლა ბევრი რეპერია.ვინ რამდენად ღირსეულია ეგ სხვა საკითხია, მაგრამ მე ყველას წარმატებებს ვუსურვებ.რაც შემეხება მე ეგრე რომ არ ვფიქრობდე ალბათ არც მოვკიდებდი ამსაქმეს ხელს.თუმცა ჯერ არ შემიქმნია ოფიციალური პროდუქტი და არც ვჩქარობ.მირჩევნია საფუძვლიანად მოვემზედო ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯისთვის.სა კუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი ვარ და ვცდილობ მაქსიმალი ვიყო.ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სათქმელი ზუსტად და ლამაზად გადმოვცე ჩემს სიმღერებში.დანარჩენი უკვე მსმენელზეა დამოკიდებული თუ როგორ მიიღებს მას. რა გეგმები გაქვს სამომავლოდ? -საერთოდ რაღაცის წინასწარ დაგეგმვა არ მიყვარს, რადგან მისი ვერ გაკეთების შემთხვევაში დიდია იმედგაცრუება.თუმცა რათქმაუნდა მაქვს მიზნები, რომელსაც უნდა მივაღწიო.პირველ რიგში სწავლა, კარგი კარიერის მოწყობა და შემდეგ ოჯახი. როგორ შეხვდა შენი ოჯახი შენს რეპში გამოჩენას? -თავიდან მეგონა, რომ ცუდად შეხვდებოდნენ და რამდენიმე თვე ისე ვაკეთებდი ამ ყველაფერს არაფერი იცოდნენ.თუმცა შემდეგ გავბედე ამის თქმა და ჩემი მოლოდინი არ გამართლდა.ძალიან კარგად შეხვდნენ ჩემს ურთიერთობას რეპთან და ხელსაც მიწყობენ.დღეს უკვე ჩემი პირველი შემფასებლები მშობლები არიან. დათო შენი გამოჩენით რეპში შეიძინე, როგორ მსმენელი ასევე ეგრეთწოდებული ჰეითერები, რომლების გაღიზიანებაც გამოიწვია იმან, რომ მათი წლების შედეგს შენი ერთი ნამუშევარი სჯობდა .რას ეტყვი მათ? -მათ ვეტყოდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ უკეთესია რეპში ან ვის მეტი მსმენელი ჰყავს.მუსიკის იქეთ არსებობს ცხოვრება, რომელშიც შეიძლება პირიქით მოგვიწიოს შეხვედრა, თუნდაც შემთხვევით და ამ შემთხვევითობისას ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვის არ უნდა შეგვრცხვეს. როგორია Kmc როცა კარს ხურავს და მარტო რჩება? -ძალიან მიყვარს მარტო დარჩენა ჩემს თავთან.ყოველთვის, როცა ეს ხდება მთელ დროს ფიქრში ვატარებ.სწორედ ამ ფიქრში ჩნდება ჩემი იდეების ნაწილი, რაც ჩემს სიმღერებში გადმომაქვს.ვფიქრობ და ვაანალიზებ ჩემს ყოველ შეცდომასა თუ წამიერ სისუსტეს და ვცდილობ მომავალში აღარ გავიმეორო.ერთი შეხედვით მხიარული ვარ, თუმცა ძალიან გულჩათხრობილი.ასე ვიყავი ყოველთვის ღრმა ბავშვობიდან. როგორ ხვდები შენს მიმართ წამოსულ უსაფუძვლო კრიტიკას? -არასდროს მესმოდა ადამიანების, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათთვის კრიტიკა არათუ მიუღებელი სასიამოვნოც კია.ჩემთვის არანაირი კრიტიკა არ არის სასიამოვნო, თუმცა როცა ეს მოდის მცოდნე ადამიანიდან ყოველთვის მისაღებია და ბევრი რამ მისწავლია ამის წყალობით.რაც შეეხება უსაფუძვლო კრიტიკას თავიდან მძაფრი რეაქცია მქონდა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ არ უნდა აჰყვე და მშვიდად, ზოგჯერ ირონიითაც ვხვდები. როგორ შეაფასებდი დღევანდელ ქართულ რეპ მდგომარეობას? -არც თუ ისე სახარბიელოა დღევანდელი მდგომარეობა, თუმცა ამაზე რთული პერიოდიც გამოიარა და ვფიქრობ წინსვლა შეიმჩნევა.რატომღაც ისე ხდებოდა, რომ ფინანსების არ ქონის გამო ბევრი ვერ ახერხებდა ფართო მასისთვის თავის გაცნობას.დღეს შედარებით გამოსწორდა სიტუაცია და დიდი ნაბიჯი გადაიდგა ჰიპ-ჰოპ ფესტივალის სახით, რომელის 24 ნოემბერს ჩატარდა.თითოეული გამომსვლელი ღირსეული იყო და უდიდესი პატივისცემა მათ ჩემგან. მიიჩნევ თუ არა თავს კარგ შემსრულებლად? -იმაზე თუ როგორი შემსრულებელი ვარ ხალხმა უნდა ილაპარაკოს და არა მე.ვაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს და ესე რომ ვთქვათ ვიცი საკუთარი თავის ფასი.ყოველთვის ვცდილობდი და ვეცდები ეს საქმით წარმოვაჩინო და არა სიტყვით. როგორია Kmc? -როგორია და შეყვარებული.ამას გარდა არ შემიძლია ვხედავდე მეგობარს ან უბრალოდ ნაცნობს უჭირდეს და არ დავეხმარო, როგორც შემიძლია.მაქვს საშინლად მტკიცე ხასიათი და თუ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეა ესეიგი ასეა და არ გადავალ.ვარ ძალიან ფიცხი.რაღაც ეტაპზე მოთმენაც შემიძლია, მაგრამ თუ ავფეთქდი დამანგრეველ შედეგებს ვიწვევ. ბოლოს დიდი მადლობა გულწრფელი და საინტერესო საუბრისთვის. -მადლობა თქვენ. 268 1-ს მოსწონს
|