სხვა რატომ ვამთქნარებთ? 2012, 7 დეკემბერი, 19:48 მეცნიერებს ვერ აუხსნიათ ის, თუ რატომ ამთქნარებს პლანეტაზე აბსოლუტურად ყველა ადამიანი - ხშირ შემთხვევაში დღეში რამდენჯერმე. თქვენ წარმოიდგინეთ, დედის მუცელში მყოფი ბავშვიც კი ამთქნარებს. თურმე ამთქნარებენ ზღარბებიც, სირაქლემებიც, გველებიც და თევზებიც. ამ საკითხზე უამრავი თეორია არსებობს, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი, თუმცა მეცნიერები ვერც ერთ მათგანს ვერ ეყრდნობიან ბოლომდე. ბევრი მკვლევარი აცხადებს, რომ ჰაერის ეს ხარბი ჩასუნთქვა, რომელიც საშუალოდ 6 წამი გრძელდება, ტვინის ჟანგბადით გამდიდრებას ემსახურება. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ "ეს თეორია ჯერ-ჯერობით პრაქტიკულად არ არის დადასტურებული, " - აცხადებს სამეცნიერო ჟურნალი science news. ვირთხებზე ჩატარებულმა უახლესმა ცდებმა აჩვენა, რომ შესაძლოა "მთქნარება გადახურებული ტვინის გაგრილებას უწყობს ხელს". მაგრამ სიმართლე ჯერ - ჯერობით დაუდგენელია 253 10-ს მოსწონს 1-ს არა |
საინტერესო იყო, ისე
)