ჭიდაობა გასამდა! 2012, 7 დეკემბერი, 19:10 10 დეკემბერს, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია საპრეზიდენტო არჩევნებს გამართავს. როგორც უკვე გაცნობეთ, პრეზიდენტობაზე პრეტენზიებს აცხადებდნენ დავით ქევხიშვილი და თემურ ხუბულური. ძიუდოს ფედერაციაში საპრეზიდენტო განაცხადების მიღება დღეს დასრულდა და უკანასკნელ საათებში კანდიდატთა ვინაობა გასამდა. ამჯერად ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ შეიტანა განაცხადი ფედერაციის სამდივნოში. ასე, რომ ორშაბათს ხმის მიცემის უფლების მქონე 47 დელეგატს სამ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. 742 2-ს მოსწონს
|