x
image
ბერდია
ინგლისისა და საფრანგეთის რევოლუციების შედარებითი ანალიზი

ზოგადად რევოლუცია ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკურრევოლუცია
ურთიერთობებში მომხდარი ძირეული გადატრიალება, ძველი წყობილების დამხობა და ახალი, პროგრესიული წყობილების დამყარება, მოწინავე საზოგადოებრივი კლასის მიერ ხელისუფლების დაპყრობა. რევოლუცია საზოგადოებას უჩვენებს დაპირისპირების პრაქტიკულად მანამდე არნახულ ფორმებს, რომლებიც უცნობი იყო კლასობრივი დაპირისპირების ადრეული ფორმებისთვის.ზოგი იმედითა და განახლების რწმენით შეჰყურებენ ამ შეტაკებას, ზოგიც ნგრევისა და უბედურების მომტან მოვლენად მიიჩნევენ.

რევოლუციის საფუძველი ორივე ქვეყანაში ეკონომიკის დაბალი დონე, დაბალი ფენის ყვლეფა და გადასახადები გახლდათ. საფრანგეთისგან განსხვავებით ინგლისში რელიგიური საკითხი ძალზე აქტუალური იყო, როგორც რევოლუციის დროს ისე მის შემდეგ. ორივე ქვეყნის აბსოლუტიზმის ძირითადი დამანგრეველი ფაქტორი, მათ მიერ გატარებული რეფორმები, ბიუჯეტიდან უაზროდ, საკუთარ სიამოვნებაზე დახარჯული თანხები და სიჯიუტე იყო.

ჩარლზ I - ის პოლიტიკა ბევრად უფრო უხეში და დიპლომატიის დაბალი დონის ამსახველი იყო, ვიდრე ლუი XVI - ისა. ინგლისის მონარქმა თვითნებურად დააწესა არაერთი გადასახადი: სატყეო კანონი აღადგინა, ყიდდა არისტოკრატიულ წოდებებს, რომელზედაც უარის თქმა დიდ ჯარიმებთან იყო დაკავშირებული, შემოიღო მონოპოლიები, რაც კონკურენტუნარიანობას უშლიდა ხელს, აღადგინა გადასახადები ზღვისპირა საგრაფოებზე და უამრავი სხვა რამ. ყველაზე მთავარი შეცდომა ეს იყო ჯარის შექმნა ოპოზიციისგან თავის დასაცავად და გადასახადების საკრეფად. ჯარი, რომელიც ტიუდორებსაც კი არ ჰყოლიათ და რომელიც ინგლისში დესპოტიზმისა და საზოგადოების დამონების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ასევე მთავარი ფაქტორი რელიგიური თვალსაზრისით იყო პურიტანთა დევნა და ერთიან ვთისმსახურებაზე იძულებითი დასწრება, რომელსაც არქიეპისკოპოსი უილიამ ლოიდი აწარმოებდა. ჩარლზ I- ის ბოლო უკიდურესი ნაბიჯი იყო ოპოზიციონერ ლიდერთა დაპატიმრება, რითაც თემთა პალატის უფლებები დაირღვა. შეიძლება ითქვას რომ ეს იყო მწვერვალი იმ ქმედებებისა რომელმაც ინგლისი სამოქალაქო ომამდე მიიყვანა და შემდგომში რევოლუციური სახე მიიღო (1640-1660). რაშიც ლომის წვლილი მიუძღვის ოლივერ ოლივერ კრომველი
კრომველს (1599-1658)
. გასათვალისწინებელია ამ რეფორმების ფონზე გლეხთა ამბოხი, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირდათ გადასახადების გადახდა. კრომველმა ეს ხალხი თავის ყაიდაზე მოაწყო, გამოწრთო და პურიტანული რელიგიის აღმაფრენის, ცნობიერების ქვაკუთხედი ჩაჰბერა. იგი აფასებდა ხალხს არა ჩაცმულობით ან იდეის თვალსაზრისით, არამედ პურიტანობის ერთგულების თვალსაზრისით.

საფრანგეთის რევოლუციას სწორედ ასეთი მშვიდი და შორსმჭვრეტელი დიპლომატი აკლდა. მართალია იაკობინთა ჯგუფი ხალხის ნებისყოფას ანგარიშს უწევდა, კალაპოტს უქმნიდა და მათ ინტერესებს ითვალისწინებდა, მაგრამ ის დიდი ცუნამი, რომელიც უბრალო ხალხისგან შედგებოდა მათ ისე კოორდინირებულად ვერ გამოიყენეს, როგორც ეს ინგლისში კრომველმა შეძლო.

საფრანგეთში, 1789 წელს მაისის შეხვედრაზე, გენერალურ შტატებში გიგანტური პარლამენტი გაიყო სამ ნაწილად: საასულიერო წოდება, არისტოკრატია და მესამე წოდება (უბრალო ხალხი). ამ „უბრალო ხალხმა“ რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ ჩამოაყალიბა სახალხო ეროვნული კრება. ლუი XVI მიხვდა, რომ ეს პირდაპირი შეტევა იყო მონარქიაზე, მან გამოიყენა საკმარისი ძალა რათა აღეკვეთა ყოველგვარი წინააღდეგობა და შეენარჩუნებინა მეფის პრესტიჟი. როდესაც საფრანგეთის მეფემ ბრძანა აეკრძალათ ეროვნული შეკრებები, ოპოზიციის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც მომავალში რევოლუციაში გადაიზრადა (1789–1799). აღსანიშნავია ის, რომ ამ ორ რევოლუციას ევროპული სახე ჰქონდა: ინგლისში დაპირისპირებამ თავდაპირველად კულტურული ხასიათი მიიღო, სადაც ჯენტლმენები მონაწილეობდნენ, ჯონ ჰიმი და ჯონ ჰემპდუნი ცივილური დიალოგით ცდილობდნენ მეფესთან კონსენსუსის მიღწევას გადასახადების გაუქმებასთან დაკავშირებით. ინგლისის მეფე დათმობაზე წავიდა, გაუქმდა ვარსკვლავიანი პალატა და მაღალი კომისია, რითაც მოსახლეობამ „ამოისუნთქა.“
ბასტილიის აღებალუი XVI ინგლისელი მონარქისგან განსხვავებით, დარბევის ბრძანება გასცა, რასაც ხალხის ამბოხი და ბასტილიის აღება მოჰყვა (14 ივლისი, 1789). მხოლოდ საპირწონე ძალის შემდგომ მიხვდა მეფე რომ კონსტიტუციის მოთხოვნებს უნდა დათანხმებულიყო, რომელიც ითვალისწინებდა: გადასახადების გაუქმებას, ეკლესიებისგან მიწების ჩამორთმევასა და არისტოკრატთა პრივილეგიების გაუქმებას. კონსტიტუციამ ძლიერ შეზღუდა მეფე, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ ჯარის სათავეში იდგა და საგარეო საქმეში ჩარევის უფლებაც ჰქონდა, ძირითადი სამოქმედო მაგისტრალი მაინც ეროვნულ კრებას ეკავა, რომელიც ბიუჯეტის მართვასთან ერთად, ომის გამოცხადების უფლებასაც იტოვებდა. ამ მხრივ ფრანგები ძალზედ რადიკალები იყვნენ, იგივე პოლიტიკას ინგლისში მეფე არ შეეგუებოდა, ირლანდიაში გაიქცეოდა და აბსოლუტიზმის დამყარებისთვის ჯარს მოუყრიდა თავს. ლუი XVI სცადა მსგავსი რამ, მაგრამ იმდენად დაბალი იყო რეპუტაცია მეფისა, რომ იმდენ ადამიანსაც კი ვერ მოუყარა თავი ქვეყნიდან რომ გაპარულიყო. რუსეთის ელჩი მხარს უჭერდა მეფეს, რომელმაც ყალბი პასპორტიც კი დაუმზადა, მაგრამ გზად მიმავალი იცნეს და უკან დააბრუნეს. საგარეო პრობლემები ომები ავსტრიასთან და პრუსიასთან საფრანგეთს დიდ განსაცდელში აგდებდა. ეკონომიური სტაგნაცია, ეს იყო დიდი გოდოლი, რომელიც მალე დაინგრეოდა და ასეც მოხდა. მეფეს სახელმწიფოებრივ ღალატში ბრალი დასდეს და თავი მოკვეთეს, ისევე, როგორც ჩარლზ I-ს. გილიოტინა
საფრანგეთის ახალი ლიდერის მაქსიმილიან რობესპიერის (1758-1794) მთავარი მიზანი იყო ომის მოგება ზემოთხსენებულ ქვეყნებთან, ასევე ქვეყნის შიგნით ეროვნული ერთიანობა, ოპოზიცია ღალატად მიიჩნეოდა. რობესპიერის სურვილი თავიდან აეშენებინა საფრანგეთი თავისი საზოგადოებითა და მორალით უამრავ სისხლად და გილიოტინის პოპულარობად დაჯდა. მისი მმართველი ბილიკი ავტორიტარულს უფრო შეეფერებოდა ვიდრე განმანთავისუფლებისას. ქვეყნის ახალმა ლიდერმაც მეფის მსგავსად დაასრულა სიცოცხლე, 1794 წლის 27 ივლისს ჩამოაგდეს, ხოლო მომდევნო დღეს კი თანამებრძოლებთან ერთად გილიოტინაზე თავი მოკვეთეს.

საფრანგეთის რევოლუციის შედეგების შეფასება აკადემიურ წრეებშში სხვადასხვაგვარია, ეს რევოლუცია ითვლება მოქალაქეთა პირველ გალაშქრებად მონარქიის მიმართ, სადაც "თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა" გამოცხადაბულებს პირველად მოეხსნათ ხელისუფლების მძიმე ბორკილები. თუმცა აშკარაა, რომ მან ვერ მიაღწია საკუთარ მიზნებს. რობესპიერის დამხობის შემდეგ ხელისუფლება მიიღო კორუფციულმა მთავრობამ, რომელიც დირექტორის სახელითაა ცნობილი. ამრიგად, არც ერთი სახალხო მთავრობა არ მოჰყოლია საფრანგეთის რევოლუციას.

ინგლისსაც ჰქონდა პრობლემები ომის სახით ჰოლანდიასთან და აჯანყებულ ირლანდიასთან, რომელსაც კრომველმა დაუსვა წერტილი. ობესპიერსა და კრომველს შორის დიდი უფსკრულია. კრომველი ინგლისის ჯარის მთავარი ლიდერი სტაბილურად ინარჩუნებდა
თავის თავდაპირველ პოზიციას ერისა და ქვეყნის წინაშე, მისი მიზანი პროტექტორატის შექმნა იყო და ამ გზისთვის არც ერთხელ არ უღალატია, მიუხედავად იმისა რომ ინგლისის მონარქობაც კი შესთავაზეს. პარლამენტი პოპულარობით არც ჯარში და ხალხში არ სარგებლობდა. კრომველი არ ჩქარობდა სამხედრო დიქტატურის დამყარებას. ის ერთგვარი ბალანსი იყო პარლამენტსა და ჯარს შორის, როცა კი ნათლად გამოამჯღავნა პარლამენტმა კორუფციული და წინდაუხედავი ქმედებები. კრომველმა გაწყვიტა ეს „ნარჩენი“ პარლამენტი, ის იბრძოდა ქვეყნის სტაბილურობისთვის, მაშინ როცა პარლამენტი უზრუნველად ეწეოდა არალეგიტიმურ ქმედებებს.

კრომველის ინიციატივით შეიქმნა ახალი პარლამენტი, სადაც უმეტესობა ე.წ. „წმინდანები“ იყვნენ, გარკვეული რეფორმების
გამო პარლამენტმა თავი დათხოვნილად გამოაცხადა.

კრომველმა შემოიღო ლორდ-პროტექტორის წოდება, მას მეფობა არ სურდა, უბრალოდ ინგლისის იცავდა : „მე იმდენად სიკეთის გასაკეთებლად არ ვარ მოსული რამდენადაც მოსალოდნელი ბოროტების აღმოსაფხვრელად. მზად ვარ გემსახუროთ, როგორც შემეძლება, არა როგორც მეფე, არამედ როგორც კონსტემბლი(პოლიციელი).“მისი მოღვაწეობის პერიოდში ქვეყანა ეკონომიკურად აღორძინდა, ჰოლანდიასთან ომის მოგების შემდგომ ინგლისის ფლოტს უპირატესობა მიეცა საგარეო ვაჭრობაში. ერთადერთი რაშიც ინგლისელი ხალხი იბოჭებოდა, ეს იყო საძოგადოებაში ნორმებისა და ზნეობის გათანაბრება, ძველი აღთქმისეული ზნეობრივი ნორმების დანერგვა, რომელსაც ესეოდენ ეტრფოდნენ პურიტანები.

უმთავრესი ამ რევოლუციებში მაინც პატრიოტული გრძნობის უკიდურესი გამოვლინება იყო გლეხებში. ლენინი წერდა: „რა საკვირველია თუ რევოლუცია მასობრივი არ გახდება და თვით ჯარსაც არ მოედება იგი, ისე ლაპარაკიც კი შეუძლებელია სერიოზულ ბრძოლაზე.“ ინგლისელები თუ ინგლისზე ფიქრობდნენ, ფრანგები საზღვრებს სცდებოდნენ. ფრანგი ერი ნათლად ხედავდა, რომ მათი რევოლუციიური ენთუზიაზმი გარე ძალებს დიდად არ მოსდიოდათ თვალში. ომი, რომელსაც ფრაგები აწარმოებდნენ სამართლიანი და პროგრესული იყო. მათ შეიტანეს ახალი იდეები ევროპულ ქვყნებში. ხალხი და მეტადრე მასები, უსაზღვრო რევოულუციური სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალულნი. ომი ყველას თავდაცვითი და სამართლიანი ეგონა და ასეც იყო. რევულუციური საფრანგეთი თავს იცავდა მონარქისტული ევროპისგან. როგორ მოხდა, რომ ინგლისისა და საფრანგეთის გამოუცდელი, დაბალი ფენის ჯარისკაცები ახერხებდნენ კარგად შეიარაღებული და ბრძოლაში გამოცდილი კავალერისტების დამარცხებას? მთავარი იარაღი ფრანგი და ინგლისელი ხალხისა იყო სულიერი განწყობილება, ბრძოლა იდეისათვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე ქვეყნისთვის იბრძოდა. ინგლისში ამ მუხტს უფრო რელიგიური მუხტი ჰქონდა და ამაში პურიტანობამ ძლიერ შეუწყო ხელი. საფრანგეთის არმიებს კი იმ ქვეყანაში, სადაც შედიოდნენ შეიძლება ითქვას, ახალი მსოფლმხედველობა შეჰქონდათ და ამაში იყო მათი ძლევამოსილების წყარო. ქვემოთ მოყვანილი მაგალითი ცოტა გვიანი, მაგრამ კარგი ფაქტია: ამსტერდამი უბრძოლველად დანებდა ფრანგულ არმიას, მოსახლეობა ელოდა იმას, რისი მოწმეც მუდამ იყო ჯარის შემოსვლის შემთხვევაში: ძარცვას, რბევას და სხვა. მდიდარი ქალაქის მოსახლეობა გაოცებული შესცქეროდა მრისხანე დამპყრობლებს - ფრანგ ჯარისკაცებს, რომლებიც არც იპარავდნენ და არც არბევდნენ. ჯარისკაცები ქალაქის წვიმიან მოედანზე, დიდხანს იდგნენ წესრიგში და უცდიდნენ, თუ როდის გამონახავდნენ მათთვის თავშესაფარს. მათი პოლიტიკა განმანთავისუფლებელი და თავდაცვითი იყო.

ჯონ ლოკის აზრით, რევოლუცია გარდაუვალი და გამართლებულია, როდესაც იგი მიმართულია მჩაგვრელი ხელისუფლების წინააღმდეგ, ბევრი ფილოსოფოსი ამტკიცებდა, რომ აჯანყების დასაბამს, მიზეზს
უსამართლობა წარმოადგენს. რაც შეეხება ხელისუფლებას, დადგებიან რა რთული ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემების წინაშე, შეუფერებლად და უსამართლოდ მოქმედებენ, როგორც ეს საფრანგეთისა და ინგლისის რევოლუციებში გამოვლინდა. ამით
ისინი კარგავენ საზ-ში ელიტების ნდობას და ხდება ხალხის მობილიზაცია, როდესაც რევოლუციური ლიდერები გეგმავენ არსებული ხელისუფლების დამხობასა და ახალი პოლიტიკური წესრიგის შექმნას.

მე კი პირადად ყველაზე მეტად ფრანგ პოეტს პოლ ვალერის აზრს ვემხრობი: „მსოფლიოს მუდამ ორი საფრთხე ემუქრება: წესრიგი და არეულობა.“

3
1876
2-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
1876
  
2012, 11 დეკემბერი, 16:25
მე საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობ და შესაბამისად, მაინტერესებს თანამედროვე ხედვები,რაც მსოფლიო პოლიტიკას ეხება.
2012, 10 დეკემბერი, 17:33
დიდი მადლობა, პირველი ხარ ვინც ამას მეუბნები აქ... იშვიათად ვდებ უკვე სტატიებს, იმდენად დიდ ყურადღებას არ იქცევს ჩემი სტატიები. აქ უფრო სხვა თემატიკაა პოპულარული...

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა...
2012, 10 დეკემბერი, 11:29
ბერდია, ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ შენს სტატიებს.ამჯერადაც მნიშვნელოვან მოსაზრებებს წავაწყდი.
0 1 3