x
მილეთის ამბები
მელია და მამალი











მილეთის ამბები.

1. აქით გორას გადვიხედე,
იქით გორი დიდია.
ბედის კრიალოსანი
ბეწვის ხიდზე ჰკიდია.
2. მეფის სასახლის ფულის ხეს

ორი სხვა ტოტიც აბია.
ერთს კორუფცია შეარქვეს,
მეორეს ჰქვია მაფია.
3. ბევრი ქვემძრომი ეცადა
მის ფოთოლცვენის ცქერასო.
სუყველა შემოეჭამა
თანდათან ბატონ მელასო!
4. ტურა, მგელი, თუ აფთარი,
დარში არის თუ ავდარში,
გზა და გზა ჩასაფრებულან,
როგორც ზვავები ზამთარში.
5. წვრილფეხი გაწყდა,
სხვებმა კი თავი ანებეს ომებსო.
უცხო ტრამალებს მიაწყდა,
ვინც გადაურჩა ლომებსო.
6. ფრთებ დადუნებულ არწივებს,
ქარი უმღერის ნანასა.
ზღაპარს უამბობს ბეკეკო,
თავზე რქებდადგმულ მამასა.
7. სარჩოს საძებრად წასული,
ეჭიდებოდა ხავსსაო.
ბულბულმა ფასი დაკარგა,
გაუთანაბრეს ყვავსაო.
8. ხვალინდელი დღის იმედით,
ჯორი ითვლიდა დღე-დღესო.
ამასობაში გრიგალმა
გადაუარა ხე-ტყესო!
9. გვალვა მოსულა ძლიერი,
გადაუწვია ბალახი.
ქარმა ღრუბლები მოყარა,
წვიმამ წუმპე და ტალახი.
10. მერე ზამთარი მოდგა და
მოჰყვა ნამქერის ამალა.
ქარბუქმა თავი აიშვა,
მზე რომ მზე არის დამალა.
11. იმ დროში ამ ტყის სასახლეს
დაედო ქვეყნის ვალები.
ამას ჩოჩრები გადიხდის,
დროა მოარგოთ ნალები!
12. კუმ ფეხი გარეთ გამოყო,
შევალამაზოთ კვალიო.
ხელმწიფეს ძეგლი დავუდგათ,
მტერს დავუყენოთ თვალიო.
13. ძეგლი კი არა,
აუგეს დიდი საწყობი მასაო.
კაჭკაჭი გაიძახოდა:
ხომ შეუერთეს ზღვასაო?!
მის ბრწყინვალება ამას გრძნობს,
რატომ ვერა გრძნობს მასაო?
14. სასახლის პალატებში კი
არეულობა სუფევსო.
მონარქის ტახტის დაპყრობა
გულში ჯავშნოშნებს უდევსო.
15. ხან მეფე თავის კუდს ებრძვის,
თანაც იყენებს მოწმედო.
ფრინველებს ჭკუას არიგებს,
- ჯობს დამიდექით მოძმედო!
16. თოვლმა თეთრ ფერში შეღება,
სულ ამომშრალი მდინარე.
ბევრი დაეცა მშიერი,
დათვი გადარჩა მძინარე.
მაინც ხელმწიფით ამაყობს
მომტირალი თუ მცინარე.
P.S.
დასრულდეს!
ღმეთო გვაკმარე
ესე ამბავი ტყისაო.
არ ვიცი სულ დავიბენი.
სად არის გზები ხსნისაო.
ვარ ერთი მწირი მელექსე.
შევთხზე, გავრითმე ზღაპარი.
სანთელი უკვე ჩამდნარა,
დროა აენთოს ლამპარი.
ნეტავი გამატანია
ეს სუსხიანი ზამთარი.


მერ’ფი


1998 წ.




0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:merpi69
merpi69
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0