x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135806
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510190
რიზოტო გოგრით -იტალიური კერძი
image
























შემადგენლობა:

200 გ გასუფთავებული გოგრა;

125 გ ბრინჯი;


500 მლ ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი;

100 გ. მშრალი თეთრი ღვინო;

1/2 ჭიქა გახეხილი პარმეზანი ( ან გორგონძოლა ან როკფორი);


1 პატარა ზომის მწარე წიწაკა;

1 საშუალო ზომის ხახვი;

50 გ. კარაქი;

ახლადდაფქული შავი პილპილი; მარილი გემოვნებით.

მომზადება: ხახვი გაფრცქვენით და დაჭერით წვრილ კუბიკებად. წიწაკა შუაზე გაჭერით, მოაშორეთ თესლები და დაჭერით ნახევარ რგოლებად. გოგრა დაჭერით პატარა კუბიკებად.

ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ ხახვი და წიწაკა დაბალ ცეცხლზე 5-7 წთ. დაამატეთ გოგრა და მოამზადეთ კიდევ 5 წთ. შემდეგ დაამატეთ ბრინჯი და გამუდმებით აურიეთ, 5 წთ-ის შემდეგ დაასხით ღვინო და მოამზადეთ ღვინის ამოშრობამდე. ცეცხლს დაუწიეთ.

დაადგით ცეცხლზე ქვაბი ბულიონით, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუწიეთ ცეცხლს. ბულიონის ნახევარი დაასხით ბრინჯიან მასას და კარგად აურიეთ, სანამ ბულიონი არ ამოშრება, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი მეორე ნახევარი, მოხარშეთ რიზოტო 10-15 წთ. ბულიონი შეიძლება მეტი ან ნაკლები დაგჭირდეთ ბრინჯის სახეობიდან გამომდინარე, ბრინჯის მომზადების შემდეგ დაამატეთ მარილი და პილპილი. გადადგით ცეცხლიდან დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 5 წთ.

გაანაწილეთ რიზოტო თეფშებზე და მოაყარეთ გახეხილი ყველი.




0
143
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0