სხვა 5 საუკეთესო საშინელებათა ფილმი 2012, 7 დეკემბერი, 0:23 რატომღაც მიყვარს ამ სტილის ფილმები, როდესაც დაძაბული ხარ და პატარა ხმაურიც გულს გიხეთქავს.მოკლედ ბევრი საშინელებათა ფილმი მაქვს ნაყურები და მათ შორის შემდეგი 5 ფილმი, მართლაც ძლიერია ამ ჟანრში.თუ რაიმე კარგი ფილმი თქვენც იცით, ამ ჟანრში დაწერეთ კომენტარებში.
1.ასტრალი, ის მართლაც უძლიერესია...განსაკუთრებით დასასრული ძალიან შოკის მომგვრელია. 2) სინისტერი... ამ ფილმს საკმაოდ კარგი შინაარსი აქვს და ასევე ტრაგიკული საინტერესო დასასრული.გირჩევთ უყუროთ ! 3)“უკანასკნელი ეშმაკის განდევნა''- ფსიქოლოგიურად რთული საყურებელია და დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. 4) “მეოთხე სახეობა“- ეს ფილმი ჩემი უსაყვარლესია 3 მიზეზის გამო:1. დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე, რასაც ვნახავთ ფილმშივე, ანუ მთელი ფილმის პარარელურად რეალურ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს აჩვენებენ. 2.მილა იოვოვიჩი თამაშობს მთავარ როლში. 3.ინფორმაცია როდესაც მოვიძიე, მართლაც არსებობს ამერიკაში ფილმში წარმოდგენილი ფაქტები, ასე რომ ფილმი საკმაოდ აზრიანი, უბრალოდ ყურადღებით მოსმენა ჭირდება. 5)“მოსიარულე მკვდრები“...ეს სერიალია, მაგრამ ძალიან კარგი და საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, გამოსულია 3 სეზონი და მეოთხეს მთელი გულით ველოდები. 739 3-ს მოსწონს
|