აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ წინასწარმეტყველებების მიუხედავად, მიმდინარე წლის დეკემბერში სამყაროს არსებობა არ დასრულდება.
"ჩვენი პლანეტა 4 მილიარდი წელია იყო სრულ წესრიგში და იმის მტკიცებას რომ მალე ყველაფერი დასრულდება, საფუძვლად არაფეერი არ უდევს", - აცხადებს ნასა.
მკვლევარების განცხადებით, 21 დეკმებერს მაიას კალენდრის მიხედვით არის დროის დათვლის ერთი სისტემის დასრულება.
მეცნიერების აზრით, დრო არ დასრულდება იმის გამო, რომ 31 დეკემბერს კალენდარული წელი დასრულდება, 1 იანვარს იწყება მორიგი წელი. ისევე არ სრულდება მაიას კალენდარიც 21 დეკემბერს.
"ეს ისევეა, რომ სამზარეულოში 31 დეკმებრის შემდეგ ახალი კალენდარი ჩამოკიდოთ", - გამოაცხადეს მეცნიერებმა .