კერძები ხორცისაგან საცივი 2012, 6 დეკემბერი, 20:56 ![]() 2ჩ/კოვზი ხმელი ქინძი 2ჩ/კოვზი ზაფრანა 1/2ჩ კოვზი დარიჩინი 3 ცალი მიხაკი 1 ს/კოვზი სიმინდის ფქვილი 2 ფოთოლი დაფნა 3-4 კვბილი ნიორი ძმარი წიწაკა მარილი. მოხარშეთ ინდაური, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი.მოშუშეთ წვრლიად დაჭრილი ხახვი ინდაურის ნახარშის თავზე მომდგარ ცხიმში, ხახვს მოშუშვის დროს დაუმატეთ მარილი. ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ ნიგოზი, სუნელები და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ნაწილი ნიგვზიდან გამოხადეთ ზეთი და ჭიქაში მოათავსეთ. ნიგოზს დაასხით ინდაურის გაწურული ნახარში, დაამატეთ სიმინდის ფქვილი, წიწაკა, მარილი და კარგად გახსენით.მიღებულ მასას დაამატეთ მოშუშული ხახვი, დარიჩინი, ქვაბში ჩაკიდეთ დოლბანდში გახვეული მიხაკის მარცვლები, დადგით ცეცხლზე და განუწყვეტლივ აურიეთ. წამოდუღების შემდეგ ადუღეთ 6-7 წუთი. გადმოდგით. გაგრილებულს დაამატეთ ძმარი გემოვნებით და დანაყული ნიორი. დაჭრილი ინდაური ჩაალაგეთ სასურველ ჭურჭელში, დაასხით მომზადებული წვენი. მაგიდაზე მიტანისას მოასხით ნიგვზის ზეთი. 267 1-ს მოსწონს
|