x
image
ბუბუ007
პატარა ვუნდერკინდი

ინგლისის ქალაქ როისტონში 2 წლის ვუნდერკინდი, შერვინ სარაბი ცხოვრობს, რომელმაც, წერა კითხვა დამოუკიდებლად 10 თვის ასაკში
ისწავლა, დღეს კი „Apple“-ის ტექნიკას უჩვეულო სისწრაფით შლის დაimage
აწყობს. გარდა ამისა, 195 ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და მათი დროშები ზეპირად იცის.
ვუნდერკინდის დედა, 35 წლის ამანდა სარაბი ამბობს, რომ ბავშვის გონება გამუდმებულად მუშაობს და ღამე მოსვენებადაკარგული მშობლებს გრავიტაციისა და მექანიკის კანონებზე ესაუბრება.
ამ ფენომენით „Gifted Children's Information Centre“-ის წარმომადგენელი, დოქტორი პიტერ კონგტონიც გაოგნებულია და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიან ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია. დოქტორის აზრით მას მუდმივი კონტროლი სჭირდება, რათა შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურად გახსნა და გამოყენება შეძლოს.
შერვინის მამა - 36 წლის დარუდა სარაბი ამბობს, რომ ბრიტანეთისა და შვეიცარიის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელმა ბავშვის უფასო სწავლა-განათლება შესთავაზა. თუმცა პატარას მშობლები ჯერჯერობით არ ჩქარობენ, რადგან არ უნდათ პატარა ვუნდერკინდს ბავშვობა წაართვან.

3
145
9-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
145
  
2012, 6 დეკემბერი, 17:27
ასეთი ტიპის ადამიანები, სიცოცხლეს მალე ამთავრებენ ბევრი ფაქტი გამიგია ასეთ შემთხხვევებზე, და 30 წელს გადაცილებულები უკვე ფსიქიატრიულებში წვანან
2012, 6 დეკემბერი, 17:03
გეთანხმები ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ პატარამ კი დროს გაუსწრო რაც ძვირადაც დაუჯდება მომავალში რაც თქვენ სწორედ აღნიშნეთ
2012, 6 დეკემბერი, 17:00
ჩემი აზრით ცოდოა :( 2 წლია ბავშვმა ამდენი რაღაც რომ იცის შეიძლება კარგად მოგვეჩვენოს მაგრამ მე ვთვლი რომ სულ არ არის კარგი ბავშვმა ამდენი რაღაც იცოდეს, ბავშვობა იმიტომ არის ტკბილი რომ რაღაცები სხვამაირად გვგონია, გგონია რომ არსებობს რაღაცები რომელზეც შემდეგ ვიგეBრ ეომ არარსებულა. ჩემი აზრით მას ძალიან გაუჭიდება საერთო ენის პოვნა თავის ტოლ ბავშვებთან. :( :( :( :( :(
0 1 3