სხვა საწამლავების დიდოსტატი–გენიოსი გრეჰემ იანგი 2012, 6 დეკემბერი, 16:30 შეიძლება ბავშვი ეშმაკად დაიბადოს? იანგი საწამლავების დარგში ვუნდერკინდი იყო.იგი ექსპერიმენტებს ატარებდა სასიკვდილო
დოზებზე, თუმცა ჯერ 16 წლისაც არ იყო, როცა დაიწყო ოჯახის წევრების და მეგობრების მოწამვლის გრძელპერიოდიანი ეტაპი.იანგი სამსხვერპლოს ისე უყურებდა, როგორც საცდელ ვირთაგვებს. გრეჰემს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მის მიერ ქიმიკატებისგან მომზადებული შხამით მოწამლული ვირთხის წინასასიკვდილო აგონიის მზერა და როდესაც მისმა განრისხებულმა დედინაცვალმა ჯერ კიდევ ცოცხალი ვირთხა გარეთ მოისროლა, მან მღრღნელის გვერდით საფლავის ქვა დახატა წარწერით-”სახსოვრად საძულველ დედინაცვალს-მოლი იანგს”, -და ეს ნახატი უბედურ ქალს თვალწინ აუფრიალა. საბოლოოდ კი დედინაცვალი მისი მსხვერპლი გახდა, ბიჭმა ის მოწამლა.ასე გახდა 14 წლის გრეჰემ იანგი ნამდვილი მკვლელი.შემდეგ მამისისის მოწამვლაც სცადა. სახლში იეჭვეს რომ მიზეზი შესაძლოა ბავშვის "ოინები" ყოფილიყო.სკოლიდან შინ დაბრუნებული გრეჰემი პოლიციელებს შეეჩეხა. იგი მტკიცედ უარყოფდა ახლობლების მოწამვლაში მონაწილეობას, თუმცა პატივმოყვარეობამ სძლია, თავი ვერ შეიკავა და პოლიციის წინაშე ტრაბახი დაიწყო იმის შესახებ, თუ რა წარმატებული მომწამვლელია.გრეჰემს დაწვრილებით ფსიქიატრიული გამოკვლევა ჩაუტარდა.ექიმებმა მისი შემთხვევა ყველაზე იშვიათ გარემოებას მიაწერეს, რადგან მოზარდი თავის დანაშაულს ვერ გრძნობდა და ვერ აცნობიერებდა. 1990 წელს ექიმებმა აღმოაჩინეს რომ ციხის ეზოში მან გამოზარდა სოკო, რომლისგანაც სასიკვდილო შხამი უნდა მოემზადებინა. გრეჰემ იანგი მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანეს, სადაც 1990 წლის 2 აგვისტოს თავის საკანში მკვდარი იპოვეს.თავდაპირველად ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ მან თავი მოიწამლა, მაგრამ გაკვეთამ აჩვენა, რომ სიკვდილი გულის შეტევამ გამოიწვია. ცოტა ვინმე თუ დააღონა გრეჰემ იანგის სიკვდილმა.მისმა დამ თქვა, რომ ცხოვრებაში გრეჰემი ყველასგან მიტოვებული და მარტოსული იყო.როცა და საკუთარ ძმას სთავაზობდა მარტოსულობა კლუბში მისვლით ან საცეკვაოდ წასვლით შეეფერადებინა, ის პასუხობდა, -”ვერაფერი ვერ მიშველის, მეშინია, გესმის?ჩემს შიგნით ყინულია”. 71 8-ს მოსწონს
|