სხვა 10 ქალაქი,სადაც არ შეიძლება ცხოვრება. 2012, 6 დეკემბერი, 13:20 ამერიკულმა ეკოლოგიურმა ფონდმა Blacksmith Institute-მა შეადგინა იმ ათი ქალაქის სია, სადაც არ შეიძლება ცხოვრება.10)ძერჟინსკი, რუსეთი-ეკოლოგების გამოკვლევების თანახმად ამ ქალაქში 1938-1998 წლებში დამარხული იქნა 200 ათასი ტონა ქიმიური ნარჩენები, მათ შორის ყველაზე სახიფათო ნეიროტოქსინები.ქალაქის სასმელი წყალი ხშირად ბინძურდება დიოქსინებით და ფენოლით.მონაცემების თანახმად დაბინძურების დონე 17 მილიონჯერ აჭარბებს დაშვებულ ზღვარს. ამ ქალაქში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 45 წელია.9)კაბვე, ზამბია-გასულ საუკუნეში ამ ქალაქში აღმოჩენილი იქნა ტყვიისა და კადმის დიდი მარაგი.შეიქმნა გადამამუშავებელი ქარხნები, დღეს-დღეობით ჰაერი დაბინძურებულია მძიმე მეტალების მტვერით, ქალაქში 250 ათასი მაცხოვრებელია, ისინი დაავადებულები არიან მწვავე სისხლის მოწამვლით ღებინების ფონზე, დაავადებული აქვთ ღვიძლი და ეწყებათ კუნთების ატროფია.8)ლა-ოროია, პერუ-ეს შედარებით პატარა ქალაქია, 35 ათასი მაცხოვრებლით, მაგრამ მათი 95% დაავადებულია. ამ ქალაქის ტერიტორიაზე ამერიკელების ქარხნებია განთავსებული, რომლებიც ტყვიას, სპილენძს და თუთიას მოიპოვებენ.ატმოსფეროში დიდი რაოდენობით იფანტება გოგირდმჟავა, რის გამოც ხშირად გოგირდის წვიმები მოდის ხოლმე.7)ლინფინი, ჩინეთი-ეს ქალაქი ჩინეთის ქვანახშირის მოპოვების ცენტრში მდებარეობს, შანქსის პროვინციაში.ჰაერში გოგირდის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობა იმდენად დიდია, რომ ცა ნაცრისფრად მოსჩანს და ხილვადობაც შეუძლებელია.ქალაქში 200 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მათი უმრავლესობა დაავადებულია პნევმონიით, ფილტვის კიბოთი და ბრონქიტით.6)ნორილსკი, რუსეთი-ყველაზე დაბინძურებული ქალაქი რუსეთში, აქ ხშირად მოდის შავი თოვლი, ხოლო ჰაერში გოგირდის გემო იგრძნობა.ნორილსკში განთავსებულია მსოფლიოში უდიდესი ტყვიის, სპილენძის, ნიკელის და თუთიის გადამამუშავებელი ქარხანა.დღესდღეობით ქალაქში 134 ათასი დაავადებული ადამიანი ცხოვრობს.2001 წლიდან ქალაქში შესვლა აეკრძალათ უცხოელ მოქალაქეებს.5)სუკინდა, ინდოეთი-ამ ქალაქში განთავსებულია მსოფლიოში უდიდესი ქრომის შახტები, ნარჩენების უდიდესი ნაწილი მდინარეში ან ტბაში იყრება, რის გამოც 2 მილიონი მაცხოვრებლიდან 90% კიბოთია დაავადებული.4)ტიანჟინი, ჩინეთი-ტყვიის წარმოების ცენტრია, ჰაერში ტყვიის კონცენტრაცია 10-ჯერ აჭარბებს დაშვებულ ზღვარს, ხოლო მოსავალით მიღებულ მარცვლეულ კულტურებში ტყვიის შემცველობა 24-ჯერ მეტია.3)ვალი, ინდოეთი-ქალაქი ვალი სამრეწველო 400 კილომეტრიანი ზოლის ბოლოში იმყოფება, ამ ქალაქში 1000-ზე მეტი ქიმიური საწარმოა განთავსებული, ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია 100-ჯერაა გაზრდილი.70 ათასი მაცხოვრებელი დაავადებულია სხვადასხვა ქრონიკული ავადმყოფობით.2)სუმგაითი, აზერბაიჯანი-ქიმიური მრეწველობის ცენტრი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, ქალაქში 275 ათასი მოსახლეა, მაცხოვრებლების უმეტესობა მძიმედაა მოწამლული ქიმიური თუ ნავთობის ნარჩენებისგან.ბავშვები ამ ქალაქში გონებაჩლუნგები და დაავადებული ძვლებით იბადებიან.1) ჩერნობილი, უკრაინა-ჩერობილზე ბევრი დაწერილა და თქმულა, ამ რაიონში დაავადებულთა რიცხვი 5, 5 მილიონი ადამიანია.ბირთვული რადიაცია ამ ქალაქში 100-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ხიროსიმაში და ნაგასაკში ჩამოყრილი ბომბები ერთად აღებული. 682 7-ს მოსწონს
|