რელიგია მოწმობს თუ არა არასწორი პროგნოზები იმაზე,რომ აღსასრული არასდროს დადგება? 2012, 6 დეკემბერი, 12:12 ბიბლია გვპასუხობს:“როცა ილაპარაკებენ მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება, როგორც ორსულ ქალს-მშობიარობის ტკივილები, და თავს ვერ დააღწევენ''(1თესალონიკელები 5:3).
ბიბლია ქვეყნიერების განადგურებას მშობიარობის ტკივილებს ადარებს-როგორც მშობიარეს ეწყება მოულოდნელად ტკივილები და ვერსად გაექცევა მას, ასევე მოულოდნელად დადგება ქვეყნიერების აღსასრულიც.ბოლო დღეები ორსულობის პერიოდ ჰგავს-ორსულმა ქალმა იცის, რომ ბავშვის გაჩენამდე ტკივილები სულ უფრო და უფრო გაუძლიერდება.ექიმმა მას შეიძლება სავარაუდო თარიღი გამოუთვალოს.მაშინაც კი თუ დათქმულ ვადას გადასცდება, დედა დარწმუნებულია რომ ბავშვი დაიბადება.მსგავსად ამისა, ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებული ნებისმიერი პროგნოზი არ მიშნავს იმას, რომ თვალი დავხუჭოთ იმ მოვლენებზე, რომლებიც “ბოლო დღეებში'' მოხდება(2ტიმოთე 3:1). თქვენ შეიძლება იკითხოთ:“თუ ასე აშკარაა ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი, რატომ არ შეუძლია ბევრს მისი ამოცნობა?'' ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებისას ბევრი არაფრად ჩააგდებდა ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს.თუ მათ უჭირთ იმის აღიარება, რომ მსოფლიოში დღითი დღე უარესდება მდგომარეობა და რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ.ისინი თავს იტყუებენ და ამბობენ:“მას შემდეგ რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისში იყო''(2 პეტრე 3:3, 4).ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი აშკარაა, მაგრამ ბევრი არ აღიარებს ამას(მათე 24:38, 39). 621 11-ს მოსწონს 1-ს არა
|