ასტროლოგია 2013 წელი-გველის წელიწადი. როგორ შევხვდეთ მას? 2012, 6 დეკემბერი, 11:18 ![]() 2013 წელი გველის წელიწადია. ურიგო არ იქნება, თუ გვეცოდინება როგორ შევხვდეთ ამ წელიწადს, რომ შემდეგ ბედნიერად გავატაროთ იგი. გველი-მატერიალისტია და ძალიან აფასებს სურვილს აღიდგინო ან გააძლიერო ფინანსური სტაბილურობა. ამ ნიშანმა ყოველთვის ნათლად იცის რა სურს და აჯილდოვებს მათ ვისაც აქვს სწორი პრიორიტეტები. აუცილებელია შეურიგდეთ ყველას-საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს-თუკი ვინმესთან ცუდი ურთიერთობა გქონდათ და ნაჩხუბარი იყავით, რადგან გველს არ უყვარს სკანდალები და იგი უპირატესობას ანიჭებს სიმშვიდეს და სტაბილურობას, ამიტომ დაივიწყეთ ყველანაირი წყენა და გადადგით პირველი ნაბიჯი. ჰარმონია ოჯახში, ურთიერთგაგება და დღესასწაულის აღნიშვნა ვიწრო, ოჯახურ წრეში-ეს ალბათ უფრო მეტად ესიამოვნება გველს, ვიდრე ხმაურიანი თავყრილობა. ![]() გველი ძალიან სუფთაა და იგი წელიწადში რამდენჯერმე იცვლის ტყავს, ამიტომ ჩინელი ბრძენები გვირჩევენ, რომ სახლში გენერალური დასუფთავება ჩაატაროთ ახალ წლამდე და ამით ყველა წარუმატებლობას გაატანთ ძველ წელიწადს. გველს არ მოსწონს დიდი და ხმაურიანი კომპანიები ღია სივრცეში. ხმამაღალი სიცილი, მუსიკა და ცეკვები აღიზიანებს მას. ოჯახურ ღირებულებებს დიდ უპირატესობას ანიჭებს. ამიტომ იდეალური იქნება თუ გველის წელიწადს ოჯახურ სიმყუდროვეში შეხვდებით. საახალწლო სუფრა აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი ქსოვილისგან, არანაირი მყვირალა ფერები. იდეალური იქნება, თუ საახალწლო სუფრას ბროლით და ფაიფურის ჭურჭლით გააწყობთ. მნიშვნელოვანია, რომ ნაძვის ხე არ იყოს გადატვირთული. გველის წელიწადისთვის იდეალური იქნება, თუ ნაძვის ხეს ერთ ფერში მორთავთ. ![]() ვარცხნილობა უკეთესია თუ გექნებათ გლუვი და სიმეტრიული. საახალწლო მაკიაჟში თვალებზე უნდა გააკეთოთ აქცენტი, მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული თვალის კონტური. ფრჩხილები საურველია გქონდეთ გრძელი და ლაქი უნდა იყოს მკვეთრი ფერის. ![]() 5504 15-ს მოსწონს 1-ს არა |
გისურვებთ ლამაზ და ბედნიერ ახალ წელს ♥