მოვლენები ტრანსექსუალ კესოს მალე შვილი ეყოლება 2012, 13 აპრილი, 21:16 ალბათ ყველა კარგად იცნობთ ბესოს, აწ უკვე კესოს. როგორც თვითონ ამბობს იგი ბავშვობიდანვე უფრო ქალს ხედავდა თავის თავში, ვიდრე მამაკაცს, ამიტომაც გადაწყვიტა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება და ქალად გადაქცევა. კესოს გაკეთებული აქვს უამრავი ოპერაცია იმისათვის რომ ჰქონდეს ყველაფერი რაც ქალს აქვს, გარდა სასქესო ორგანოსი, თუმცა გასულ კვირას გადაცემა 100 გრადუს ცელსიუსში მან განაცხადა, რომ იგი უახლოეს მომავალში გაიკეთებს სასქესო ორგანოს ოპერაციას, რადგან ამ გადაცემაში აჩვენეს როგორ ჩაიყვანეს კესო ინდოეთში სადაც ადგილობრივ კლინიკაში მისი სპერმა გაყინეს, რომლის საშუალებითაც სუროგატი დედა მას შვილს გაუჩენს. კესოს ბავშვი უნდა და ამაში ცუდი არაფერია. 2193 3-ს მოსწონს 5-ს არა
|