სხვა რატომ ამტვრევდნენ რომში პატარძალს თავზე ხორბლის ტკბილ პურს 2012, 6 დეკემბერი, 0:37 საქორწინო ტორტის ტრადიცია სათავეს ძველი რომიდან იღებს. ხორბლის ან ქერის ტკბილ პურს, პატარძალს თავზე ამტვრევდნენ რაც იმ დროს ნაყოფიერებისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლებოდა, ხოლო ძირს დავარდნილ ნამცეცებს წარმატების მისაღწევად სტუმრები კრეფდნენ. ჯვრისწერისას ნეფე-პატარძალს რამდენიმე ტკბილ პურს ერთმანეთზე დაულაგებდნენ. მათ კი ტკბილეულის თავზე ერთმანეთისთვის ისე უნდა ეკოცნათ, რომ რამდენიმესართულიანი “ტორტი" არ ჩამონგრეულიყო. თუ დაკისრებულ მოვალეობას სიძე-პატარძალი თავს წარმატებით გაათმევდა, მათი ცხოვრება ხანგრძლივი და წარმატებული იქნებოდა. 114 7-ს მოსწონს 2-ს არა
|