სხვა ამერიკის რომელი პრეზიდენტი იყო კროსვორდის ყველაზე ნიჭიერი ამომხსნელი 2012, 6 დეკემბერი, 0:20 ინგლისში დაბადებული ნიუ-იორკელი ჟურნალისტი - არტურ ვინი ვერც კი იფიქრებდა, რომ მის მიერ 1913 წელს გამოგონებული კროსვორდი, ასეთი არნახული პოპულარობით ისარგებლებდა. უკვე ასი წელი შესრულდა, რაც მისი გამოგონებით ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანი შესანიშნავად ირთობს თავს. გარდა ამისა, კროსვორდის გამოგონების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფანქრების, საშლელების ლექსიკონებისა და რასაკვირველია, ჟურნალ-გაზეთების წარმოებაც. როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტმა კლინტონმა კროსვორდის დანახვისას მისი შევსება გადაწყვიტა და წამზომიც ჩართო. მან 6 წუთსა და 54 წამში კროსვორდი აბსოლუტურად სწორად შეავსო. მას კროსვორდის “ყველაზე ნიჭიერი ამომხსნელი" უწოდეს. 158 9-ს მოსწონს
|