ფეხბურთი ევროპის გზა ბელგიაზე გადის 2012, 5 დეკემბერი, 18:16 შვეიცარიულ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები VI ჯგუფში მოხვდა სერბეთთან, ბელგიასა და შოტლანდიასთან ერთად. ქვეჯგუფის მატჩებს 2013 წლის 24, 26 და 29 მაისს ბელგია უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი გადის. რაც შეეხება კონტინენტის პირველობას, იგი გაისადვე, ლიტვაში გაიმართება 20 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე. 171 1-ს მოსწონს
|