მომღერალი,რომლის გამოჩენამ დიდი ბრიტანეთის ჩარტები დაიპყრო(ვფიქრობ სათაურის მიხედვით გამოცნობა არ გაგიჭირდებათ)
ეს პატარა გოგონა, რომელიც სტატიის სათავეში მოექცა, არის 2011 წლის .“კაშკაშა ვარსკვლავი", რომლის “გამონათებამ" დიდი სიამოვნება მიანიჭა საზოგადოებას და ის დღესაც იკავებ თავისი პოპულარობის იმიჯს. .
ადელ ლორი ბლუ ედკინსი (დ. 1988 წლის 5 მაისს) ცნობილია სასცენო სახელით ადელი. იგი იყო BRIT Awards-ის ცერემონიის ნომინაციის ’კრიტიკოსთა არჩევანი’ გამარჯვებული. 2009წელს ადელმა მიიღო ორი გრემი, მან მიიქცია ლეიბლის XL Recordings ყურადღება სამი სიმღერისგან შემდგარი დემო ჩანაწერით, რომელიც გამოქვეყნდა საიტზე MySpace. ლეიბლთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩაიწერა და გამოიცა მომღერლის სადებიუტო ალბომი 19, რომელიც ბრიტანულ ჩარტში ალბომი მოხვდა #1 ადგილზე. მეორე ალბომი 21 გამოვიდა 2011 წლის 24 იანვარს ბრიტანეთში, ასევე იმავე წარმატებით ბრიტანული ალბომების ჩარტის #1 ადგილზე და ეს პოზიცია 16 კვირის მანძილზე ეკავა,
BRIT Awards-ის 2011 წლის ცერემონიაზე სიმღერის „Someone Like You“ შესრულებამ აღნიშნული სინგლი მოახვედრა ბრიტანული #1 სინგლების სიაში. პარალელურად ალბომი კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებდა. „Someone Like You“ ამ პოზიციას ოთხი კვირის განმავლობაში იკავებდა.ჩარტების ოფიციალური კომპანიის განცხადებით, ადელი არის პირველი ცოცხალი პიროვნება, რომელმაც სინგლების ოფიციალურ ჩარტში მიიღო ორი ჩანაწერი, მოხვედრილი საუკეთესო ხუთეულში და ალბომების ჩარტშიც იგივე წარმატება გაიმეორა. მსგავსი შემთხვევა, ჩარტში რამდენიმე ალბომის სახით მანამდე მხოლოდ ბითლზის ისტორიაში დაფიქსირდა, 1964 წელს 21 საერთო ჯამში ბრიტანულ ჩარტში 11 კვირის მანძილზე იმყოფებოდა - ამ ქვეყნის ჩარტში შემსრულებელი ქალისათვის ეს იყო ნამდვილი რეკორდი, ვინაიდან მანამდე მხოლოდ მადონას ერგო მსგავსი წარმატება და მხოლოდ ცხრაკვირიანი პერიოდის ოდენობით - 1990 წელს.
სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ, მის რამოდენიმე ფოტოს: