სხვა Playboys დამაარსებლის საცოლე მასზე 60 წლით უმცროსია 2012, 5 დეკემბერი, 0:33 86 წლის ჰიუ ჰეფნერი, მილიონერი, ჟურნალ Playboy-ს დამაარსებელი ცდილობს მეორე ცდით მაინც დაქორწინდეს 26 წლის მოდელ კრისტალ ჰარისზე.გასულ ზაფხულს კრისტალმა გათხოვებაზე უარი განაცხადა და პომპეზური საქორწინო ცერემონიალი მდიდრულ Playboy Mansion-ში ჩაიშალა. ერთი წლის შემდეგ მოდელი და მილიონერი შერიგდნენ და ერთად ცხოვრება დაიწყეს. ახლახანს ხელახლა განაცხადეს, რომ დაქორწინებას აპირებენ.ამჯერად ქორწილი ოჯახურ ატმოსფეროში ჩაივლის, ქორწინების დრო და ადგილი მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს ეცოდინებათ. ჰეფნერისათვის ეს მესამე ქორწინება იქნება, პატარძლისათვის კი-პირველი. 444 20-ს მოსწონს
|